ქალაქ კასპის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლად აშენებულ სკოლაში დაიწყეს. სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა მიულოცეს. სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი, რომელიც ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ისინი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ სართულებს შორის გადაადგილებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტის საშუალებით. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი და სპორტული და სააქტო დარბაზი. მშენებლობა დაიწყო 2016 წლის აგვისტოში სახელშეკრულებო ღირებულებით 6 000 000 ლარამდე.
მასალის გამოყენების პირობები