თავდასხმა ჟურნალისტზე - „ლიბერალის“ რედაქტორს ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა
კრიმინალი - 15:39, 17 Sep, 2018     1553
ფიზიკური ანგარიშსწორება „ლიბერალის“ რედაქტორის მიმართ - ზურაბ ვარდიაშვილი აცხადებს, რომ დაუდგენელი პირები მას შაბათს, 20:30 საათზე დაესხნენ თავს. ვარდიაშვილი ამბობს, რომ მას 5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.

„ლიბერალი“, ვარდიაშვილზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები, თუმცა გამომძიებლის თქმით, ისინი არ დაუკავებიათ და არც დაუკითხავთ.

ზურაბ ვარდიაშვილი იხსენებს, რომ თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.

„როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ".

თვითმმხილველებმა დაინახეს მანქანის ნომერიც. მათვე დარეკეს პოლიციასა და სასწრაფოშიც. ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებიც.

„თავდასხმის მოტივზე მისვამდნენ შეკითხვებს, - ამბობს ვარდიაშვილი - დარწმუნებით ვერაფერს ვამბობდი, რადგან დღემდე არ ვიცი, ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ჩემზე ასეთი თავდასხმის განზრახვა, მით უმეტეს, თავდამსხმელები იქცეოდნენ, როგორც სპეციალურად მომზადებული ჯგუფი, მოქმედებდნენ გასამხედროებული დანაყოფივით და ემორჩილებოდნენ ერთ-ერთი მათგანის ბრძანებებს.“

პოლიციაში ვარდიაშვილს ეკითხებოდნენ, ვინმეს ბიზნესს ხო არ შეხებია „ლიბერალი". ვარდიაშვილმა მათ აუხსნა, რომ „ლიბერალი" უამრავ თემატიკაზე წერს და ასე კონკრეტულად მოტივის დადგენა მას თავად უჭირს.

„მეორე დღეს, 11 საათისთვის დამიბარეს. მივედი. პირველი რაც მკითხეს, ის იყო, რომ რატომ ვიცრუე, თითქოს უთანხმოება არავისთან მქონია. მითხრეს, თითქოს მათ დაადგინეს, რომ მე, თურმე, 14 სექტემბერს ისტ-პოინტში მდებარე მაღაზია „კარფურში“ ვიჩხუბე, და ვიღაც პირებს ვცემე. გამომძიებლის თქმით, ამ ინციდენტს მოჰყვა ჩემზე თავდასხმა“. - იხსენებს ვარდიაშვილი.

ვარდიაშვილმა გამომძიებელს აუხსნა, რომ მას არა თუ არ უჩხუბია კარფურში, არამედ საერთოდ არ იმყოფებოდა იქ, თუმცა გამომძიებელი მას უმტიცებდა, რომ მას აქვს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ იმყოფება ის დედასთან ერთად „კარფურში“ 14 სექტემბერს და ჩხუბობს.

„ამ „ვერსიამ" შოკში ჩამაგდო. არავითარ „კარფურში“ არ ვყოფილვარ, არავისთან მიჩხუბია, დედაჩემი საერთოდაც არ ცხოვრობს თბილისში. გამოვედი დაკითხვის ოთახიდან, დადავურეკე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს, დავურეკე შსს-ს პრესსამსახურს და შევატყობინე მომხდარი. საიამ გამომიყო ადვოკატი რეზო აჭარაძე, რომელმაც 10 წუთის შემდეგ დამირეკა და დამარიგა, როგორ მოვქცეულიყავი. დავრეკე რედაქციაში და საქმის კურსში ჩავაყენე თანამშრომლები, რადგან უკვე ვხვდებოდი, რომ ჩვეულებრივ გაუგებრობაში არ მოვყოლილვარ.“

ამის შემდეგ გამომძიებელმა „ლიბერალის" რედაქტორი ისევ ოთახში შეიყვანა და უთხრა, რომ ის მართალია და თავდამსხმელებს შეცდომა მოუვიდათ, რომ „კარფურში“ მართლაც მოხდა ჩხუბი, სადაც პირმა, ვინც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია, იჩხუბა, ხოლო თავდამსხმელებს შეეშალათ და იმ პირის ნაცვლად გაუსწორდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. (რაც ძალადობას გულისხმობს) დანიშნულია გამოკითხვები და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

ზურაბ ვარდიაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

მომზადებულია „ლიბერალის“ მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42