ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები დაასახელეს. 75-ე კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, "ოქროს ლომის" ქანდაკება ოსკაროსანი რეჟისორის, ალფონსო კუარონის შავ-თეთრი ფილმს „რომა,“ ერგო, რომელიც 70-იან წლებში მექსიკაში საშუალო ფენის ოჯახების რთულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
"ვერცხლის ლომის" ქანდაკება საუკეთესო რეჟისურისთვის ფრანგ ჟაკ ოდიარს გადასცეს.
ჟიურის გრან-პრი კი იორგოს ლანთიმოსს ერგო მე-18 საუკუნეში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული ფილმისთვის.
სურათში დედოფალ ანას განსახიერებისთვის ოლივია კოულმანი, რომელიც ქალებს შორის საუკეთესო მსახიობად აღიარეს, მამაკაცებს შორის ამავე ნომინაციაში გამარჯვებული კი უილემ დეფო გახდა, ვან გოგის როლის შესრულებისთვის.
ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის წელს მექსიკელი რეჟისორი, გილიერმო დელ ტორო ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები