აგვისტოს ომის გმირის ძმა სავალუტო ჯიხურის ძარცვისთვის დააკავეს
კრიმინალი - 11:49, 07 Sep, 2018     5189
„პრაიმტაიმი" მიერ გამოცემული წიგნი „გმირი“ ათეულობით ქართველი ჯარისკაცის მართლაც გმირულ ისტორიას აერთიანებს. 10 წლის წინ ისინი ქვეყნის ერთიანობას შეეწირნენ.

მათ შორის გახლდათ 20 წლის კაპრალი, სოსო ღვინიაშვილი. მისი გმირული და ამასთანავე სევდიანი ამბავი მკითხველებში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. სოსო გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდა. მისი ძმა, დავით ღვინიაშვილი კი ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების დასაქმების პროგრამის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროში დაასაქმეს.

ამ სტატიაში ჩვენ სწორედ დავით ღვინიაშვილზე უნდა გიამბოთ, თუმცა არა როგორც გმირზე, არამედ როგორც ბრალდებულზე.

დავით ღვინიაშვილი 2009 წლიდან თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი გახლდათ, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 14 ივნისს ის სამართალდამცავებმა დააკავეს და ამჯერად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

რა ბრალდებით დააკავეს ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი ქართველი გმირის ძმა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი? ამის გასარკვევად ჩვენ ღვინიაშვილების ოჯახს დავუკავშირდით, სადაც დავითის დაკავების ფაქტი არ უარყვეს, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.

ჩვენი ინფორმაციით კი დავით ღვინიაშვილის სახელი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ–ერთი სავალუტო ჯიხურის ძარცვას უკავშირდება. აღნიშნული ობიექტი მიმდინარე წლის თებერვალში გაძარცვეს. თავდამსხმელმა სავალუტო ჯიხურიდან თანხა გაიტაცა და მიიმალა. სამართალდამცავებმა საქმე 14 ივნისს გახსნეს და ბრალდებულის სახით თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დავით ღვინიაშვილი დააკავეს. ინფომაცია შსს–ში დაგვიდასტურეს, სადაც განმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლით (ძარცვა) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს თავდაცვის სამინისტროშიც. უწყებაში განგვიმარტეს, რომ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დავით ღვინიაშვილს მისი დაკავების დღესვე შეუჩრდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

„საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თბილისში მდებარე ერთ–ერთ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ძარცვის ფაქტზე. მას მიმდინარე წლის 15 ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ–ს 178–ე მუხლით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით 16 ივნისს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე მოახდინა რეაგირება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წერილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივნისის განჩინების საფუძველზე იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, დავით ღვინიაშვილს 2018 წლის 14 ივნისიდან (წინასწარი პატიმრობის ვადის ათვლიდან) შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება“ - აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ღვინიაშვილის საქმის არსებითი განხილვა სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიწყება.


წყარო: PrimeTime.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42