"თბილისის ლოკომოტივი გურამს მხარს უჭერდა მისი გადაწყვეტილების პირველივე დღიდან და მხარს უჭერს ახლაც"- საფეხბურთო კლუბი 9 სექტემბერს დაგეგმილ მატჩს სრული შემადგენლობით ესწრება
სპორტი - 12:57, 04 Sep, 2018     3514
საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი ქართველი ფესბურთელის გურამ კაშიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი გამომდინარე იქედან, რომ ლოკომოტივი არის თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის მტკიცე მხარდამჭერი, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, 9 სექტემბერს, საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას დაესწროს სრული შემადგენლობით და ტრიბუნიდან გაამხნევოს როგორც ნაკრები, ისე პერსონალურად გურამი:


„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ გურამ კაშია არის გამბედაობის, სიმტკიცისა და თანასწორობის იდეის ღირსეული მატარებელი. თბილისის ლოკომოტივი გურამს მხარს უჭერდა მისი გადაწყვეტილების პირველივე დღიდან და მხარს უჭერს ახლაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელის ორი უმნიშვნელოვანესი, ოფიციალური მატჩი. გამომდინარე იქედან, რომ ლოკომოტივი არის თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის მტკიცე მხარდამჭერი, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, 9 სექტემბერს, საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას დაესწროს სრული შემადგენლობით და ტრიბუნიდან გაამხნევოს როგორც ნაკრები, ისე პერსონალურად გურამი. ლოკომოტივის ადმინისტრაცია, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად წარმატებას უსურვებს ეროვნულ გუნდს, ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში. #equalgame #gogeorgia#მხარდაჭერაგურამკაშიას“- აღნიშნულია განცხადებაში

გურამ კაშიას წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და იმ დროისთვის არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42