“დასრულდა 2018 წლის საგამოცდო პროცესები. დღეს, 13:00 საათზე გახდება ცნობილი საბოლოო შედეგები, ჩარიცხულთა სია და საგრანტო კონკურსის შედეგები. მე სულით და გულით ვულოცავ ყველა წარმატებულ სტუდენტს, რომლებიც მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგზე.
საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა იმ სტუდენტებზეც ისაუბრა, რომლებმაც გრანტი მოიპოვეს და ჩაირიცხეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე.
“იმ აბიტურიენტთა საერთო რაოდენობა, რომლებმაც მოიპოვეს დაფინანსება (სახელმწიფო გრანტი) და იმ აპლიკანტთა როდენობა, რომლებიც მოხვდნენ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე, 10 614-ია”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, წელს უმაღლეს სასწავლებლებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა, სადაც არცერთი აპლიკანტი არ ჩარიცხულა, დაახლოებით 15 000-ია.
მასალის გამოყენების პირობები