"ქართველი გურამ კაშია მიიღებს Equal Game-ის (თანასწორი თამაშის) ჯილდოს ლგბტ თემის ურყევი მხარდაჭერისთვის." - ნათქვამია უეფას ფეისბუკგვერდზე
გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდოს უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის ცერემონიალზე, მონაკოში, 30 აგვისტოს გადასცემენ.
"კაშიას ჟესტი ნეგატიურად და მტრულად მიიღეს მის სამშობლოში. მათ შორის, ადამიანები ითხოვდნენ, რომ კაშია ეროვნული ნაკრებიდანაც მოეკვეთათ. მიუხედავად ამისა, ის არ შეუშინდა მუქარასა და ლანძღვას და განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს არ ნანობს", - აღნიშნულია უეფას ვებგვერდზე გამოქვევყნებულ სტატიაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებუ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, დედაქალაქის მერმა, ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა.
მასალის გამოყენების პირობები