თუშეთში საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო
კულტურა - 14:08, 08 Aug, 2018     1719

თუშეთში თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით შექმნილ ნამუშევრებს გააერთიანებს.

მონაწილე მხატვრებმა, ვიდეო არტისტებმა, პერფორმერებმა, მუსიკოსებმა, დიზაინერებმა და ფოტოგრაფებმა პროექტის დაწყებამდე ცნობილი თუში ფოლკლორისტისგან - ეთერ თათარაიძისგან ძველი თუშური ლეგენდები მოისმინეს და თუშური ორნამენტები შეისწავლეს. არტისტები მოსმენილი ლეგენდების შთაგონებით მითიურ პერსონაჟებს იმიჯების სახით გააცოცხლებენ, რომლებიც მოგვიანებით ტექსტილზე დაიბეჭდება და საბოლოოდ ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიით დაზგური გრაფიკის სახელოსნოში კოსტიუმებად შეიკერება. კოსტიუმებს ომალოელი ახალგაზრდები მოირგებენ და პერფორმანსს წარმოადგენენ, რომელიც თუშურ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკას გააერთიანებს.

პარალელურად, ომალოს სხვადასხვა გარე სივრცეებში ქუჩის გალერეის სახით ინსტალაციები მოეწყობა, სადაც მონაწილე არტისტების შექმნილი ბანერები და ფოტოები გამოიფინება. მთელი ეს პროცესი კი თუშეთის რეგიონის ამსახველ მოკლემეტრაჟიან საიმიჯო ფილმში მოხვდება.

თუშეთში პრინტ ფესტივალი 13 აგვისტომდე გაგრძელდება, 21 აგვისტოს კი ბათუმში გადაინაცვლებს.

საერთაშორისო პრინტ ფესტივალი - „LIFE - N - STYLE" საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების ხელშეწყობაა.

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია, რომლის პროცესშიც თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის.

„DO OR DO NOT" – „თუ აკეთებ გააკეთე" - წლევანდელი ფესტივალის თემაა.

საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის დასრულების შემდეგ პრინტ ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42