საჯარო სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგები მოიცავს შემდეგ თემებსა და საკითხებს:
• ადამიანური რესურსების მართვა და შრომითი ურთიერთობები;
• სასწავლო პროცესის ადმინისტრირება;
• ადმინისტრაციული საქმისწარმოება, კონტროლი და ანგარიშვალდებულება;
• მატერიალური რესურსების განკარგვა და კონტროლი;
• სახელმწიფო შესყიდვების განხორცილება;
• ფინანსების განკარგვა და კონტროლი.
„ტრენინგი მაქსიმალურად ორიენტირებულია იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაზე, რომელიც დირექტორს დაეხმარება სკოლის ადმინისტრირების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაში“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერვნული ცენტრის დირექტორმა.
ტრენინგმოდული „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“ ერთბლივად შემუშავდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისა და ცენტრის მიერ. მისი მიზანია სკოლის მოქმედი დირექტორებისთვის სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის სპეციფიკური უნარ- ჩვევების გამომუშავება და მართვის ხარვეზების პრევენციის გზების გაცნობა.
პროგრამას „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“ ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გაივლის.
მასალის გამოყენების პირობები