მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი, 29-მეტრი სიმაღლის თავადი დადეშქელიანების საგვარეულო კოშკი საფრთხეშია
კულტურა - 18:42, 05 Aug, 2018     3760

მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი, სვანეთში ყველაზე მაღალი, 29-მეტრი სიმაღლის თავადი დადეშქელიანების საგვარეულო კოშკი საფრთხეშია. რამდენიმე წლის წინ კოშკი მხოლოდ გარედან გაამაგრეს და გადახურეს. თუმცა, სარესტავრაციო სამუშაოები არ დაწყებულა. კოშკში შესვლა სახიფათოა, დანგრეულია საფეხურები, მორღვეულია გალავანი, რესტავრაცია არ ჩატარებულა საცხოვრებელი კომპლექსის სხვა ნაწილებშიც.

მესტიის რაიონის სოფელი ეცერის მოსახლეობა წლებია ამ ისტორიული ძეგლის რესტავრაციას ითხოვს.

ეცერელებმა კომპლექსის აღდგენის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს. თუმცა, უშედეგოდ. გამგებელი ამბობს, რომ უსახსრობის გამო ძეგლის რესტავრაცია ვერ ხდება.

რესტავრაციის გარეშე დარჩენილი ისტორიული ძეგლის გარდა, ეცერელებს სხვა, საყოფაცხოვრებო პრობლემებიც აწუხებთ. სოფელში არ აქვთ სასმელი წყალი და დასალევ წყალს, ყოველდღიურად, მეზობელი სოფლიდან ეზიდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში ყოველწლიურად ასობით ტურისტი ჩადის, სოფელში არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტები.

სოფელ ეცერში საბავშვო ბაღის მშენებლობა დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბავშვები ბაღის ახალ შენობაში სავარაუდოდ ვერც სექტემბერში მივლენ. სამუშაოები შეჩერებულია.

ეცერელები ამბობენ, რომ პრობლემების მოგვარებას წინასაარჩევნოდ ყოველთვის ჰპირდებიან და მუნიციპალიტეტი ამ პერიოდში სამუშაოებსაც იწყებს, თუმცა, გამარჯვების შემდეგ უსახსრობის მიზეზით, ისევ აჩერებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42