1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდრომზე, ქართველი მსმენელის წინაშე 4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი "The Chemical Brothers" წარდგება.
ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან შემდგარი ინგლისური დუო ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე.
ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი "The Chemical Brothers", რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე, ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან.
The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.
ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა - "Block Rockin' Beats", "Hey Boy Hey Girl", "Galvanize", "The Salmon Dance", "Do It Again", "Swoon" და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები