დავით ნარმანიამ ონში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:44, 25 Aug, 2013     1137

მინისტრთან და მგფ-ის დირექტორთან ერთად სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფელბის წარმომადგენლებმაც მოინახულეს. 

ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დაფინანსებით ქალაქ ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 927,073.65 ლარია. ობიექტზე სამუშაოები 2013 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2014 წლის 15 ივნისს დასრულდება. პროექტს შპს "ნდს მშენებლობა" ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას 70-80 ადამიანი დასაქმდება და მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

პროექტით არა მხოლოდ წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია არამედ ნაგებობამდე მისასვლელი გზაც გაკეთდება.

ამას გარდა პროექტის ფარგლებში მოხდება ,,ქვედრულის" წყალსადენის საკაპტაჟო ნაგებობის და საყარაულო ჯიხურის აღდგენა. მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ყველა საჭირო კომუნიკაციით იქნება აღჭურვილი, (ჭა წნევის რეგულატორი, წყალმზომის ჭა, ვერტიკალური სალექარი, ჩქარი ფილტრი და სხვა. ) ასევე იგეგმება 1000 მ3 რეზერვუარის, საქლორატოროს, სატუმბი სადგურისა და სადაწნეო მილსადენის მოწყობა. სრულად მოხდება სათავე ნაგებობის ტერიტოტრიის კეთილმოწყობაც.

ონის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ქალაქ ონის მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ წყალმომარაგება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42