პრემია „საბას" ფინალისტების ვინაობა ცნობილია
კულტურა - 11:24, 31 Jul, 2018     2340
ლიტერატურული კონკურსის "საბა" ჟიურიმ, კონკურსის 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. 5 ნომინაციის ფინალისტების სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო რომანი
  1. გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  2. მარი ბექაური, „ანას მომენტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. დავით გაბუნია „დაშლა" (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში")
  5. თამარ თანდაშვილი, „მატერიკონი" (გამომცემლობა „სიესტა")

    საუკეთესო პროზაული კრებული
  1. თეონა დოლენჯაშვილი, „პერსონალური ქრისტე" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  2. ლევან მუსხელიშვილი, „მოკლე მოთხრობები" (გამომცემლობა „სეზანი")

    საუკეთესო პოეტური კრებული
  1. გიორგი არაბული, „გვრინი"(გამომცემლობა „ინტელექტი")
  2. სოსო მეშველიანი, Arboles Altos (გამომცემლობა „ინტელექტი")
  3. ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  4. პაატა შამუგია, „დედა ენა" (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში")
  5. ბელა ჩეკურიშვილი, „სიშიშვლის დეტექტორი" (გამომცემლობა „ინტელექტი")

    საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  1. საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) - რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. გაბრიელ ტანიე, „ქანაანის შვილები" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  3. ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

    საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  1. სოსო მეშველიანი, „ქუნარეშ"(გამომცემლობა „ინტელექტი")
  2. ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები" (გამომცემლობა „დიოგენე")
  3. მარინა ქარცივაძე, Modus Vivendi (გამომცემლობა „ქოლგა")

საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციის ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გასაჯაროვდება.

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა;ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა; პრემია ქართულ გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ამ 4 ნომინაციის გამარჯვებულები კი, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" თიბისიმ 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას" კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიისისტორიაში განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობისქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. როგორც ცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიცმსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას" დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება. ცერემონიის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთანპარტნიორობით ხორციელდება. ცერემონიას ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიოუცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები, საერთაშორისო მედია.

დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება საზოგადოებას ტელეკომპანია „ტვ პირველის" პირდაპირი ეთერით და ინტერნეტში, თიბისის

და „საბას" ფბ გვერდების საშუალებით შეეძლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42