საქართველოს ბანკის პარტნიორობით ბლექ სი არენაზე შვიდკაცასა და Take 6-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება
კულტურა - 15:05, 26 Jul, 2018     1627

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის პარტნიორობით 11 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში „ბლექ სი არენაზე“ „შვიდკაცასა“ და „Take 6“-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. „შვიდკაცას“ საიუბილეო კონცერტი ანსამბლის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიების სპეციალური სტუმარია 10 „გრემის“ მფლობელი ამერიკული აკაპელა ჯგუფი „Take 6“. კონცერტში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტზე გაჟღერდება „შვიდკაცას“ რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები - ნიკოლოზ რაჭველის ახლებური ინტერპრეტაციით. საინტერესო კოლაბორაცია იქნება „შვიდკაცას“ და ამერიკული ჯგუფის ერთობლივი გამოსვლა ორკესტრის თანხლებით, „Take 6“-ი ასევე, საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს.

„შვიდკაცას“ მრავალწლიანი სასცენო მოღვაწეობის განმავლობაში გამართული აქვს არაერთი სოლოკონცერტი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც. 2017 წელს ის გახდა პირველი ქართული ანსამბლი, რომელმაც შეასრულა სიმღერა Oracle არენაზე, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა „Golden State Warriors“ და „Memphis Grizzlies“. ამერიკული ჯგუფი „Take 6“ 1980 წელს ალაბამაში ჩამოყალიბდა. სექსტეტი აკაპელა და გოსპელ ჟანრებში მოღვაწეობს, ისევე, როგორც რიტმ ენდ ბლუზსა და ჯაზში. მათ საკუთარი კარიერის განმავლობაში 10 „გრემი“ დაიმსახურეს. ასევე მიღებული აქვთ სხვადასხვა პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო თუ ნომინაცია. ჯგუფი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან რეი ჩარლზი, უიტნი ჰიუსტონი, ელ ჯერო, ქუინსი ჯონსი, ქუინ ლატიფა, ბრაიან მაქნაითი, მარკუს მილერი, „მანჰეტენ ტრანსფერი“ და სტივი უანდერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42