სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება იმპორტირებულ კვერცხთან დაკავშირებით
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:30, 23 Aug, 2013     1075


საქართველოში სასურსათო კვერცხის მოხმარება წელიწადში ნახევარ მილიარდზე მეტ ცალს შეადგენს.

წინა ხელისუფლებას, კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სრული დარღვევით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ზეწოლით და დაშინების აპრობირებული მეთოდის გამოყენებით სასურსათო კვერცხისთვის ჩაკეტილი ჰქონდათ საზღვარი. შესაბამისად, ქვეყანაში მხოლოდ საინკუბაციო კვერცხი შემოდიოდა.

ახალი ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა კვერცხის იმპორტზე სრულიად უკანონო შეზღუდვამოხსნა.

2013 წლის19 მაისს, მთავრობის სხდომაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გავიდა ცვლილება სამ სამთავრობო დადგენილებაში, კერძოდ #90-ში, #426-სა და #429-ში. აღნიშნული ცვლილება ძალაში 11 ივნისს შევიდა. გამკაცრდა ხარისხის კონტროლი მაღალი რისკის შემცველი პროდუქციის (მათ შორის, კვერცხის) იმპორტზე; დადგინდა ამ პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვის, იმპორტისა და ტრანზიტის წესები. ხოლო #90-ე დადგენილებით, განისაზღვრა კვერცხის მარკირების ვალდებულება, რაც მოიცავს კვერცხზე მისი დადების თარიღისა და მწარმოებელი ქვეყნის დატანას, ასევე, განისაზღვრ აკვერცხის ვარგისიანობის ვადა 30 დღით 0-დან 10 ცელსიუს გრადუსამდე პირობებში შენახვის დროს და 21 დღით ჩვეულებრივ პირობებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვერცხის ვარგისიანობის ვადის დადგენის წესი მხოლოდ 2012 წლის აპრილში განისაზღვრა.

პირველ ეტაპზე (დეკემბერი - ივნისი), როდესაც კვერცხის იმპორტზე უკანონო შეზღუდვა მოიხსნა, ხოლო ახალი რეგულაციები ჯერ კიდევ არ იყო შესული ძალაში, ქვეყანაში იმპორტი გაიზარდა და ბაზარზე შემოვიდა 13,000,000 ცალი კვერცხი, აქედან, დიდი ნაწილი სასურსათო. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მარტო თბილისის მოსახლეობა დღეში, დაახლოებით, 1 მლნ ცალ კვერცხს მოიხმარს, ხოლო დანარჩენი საქართველოსიც ამდენივეს, აღმოჩნდება, რომ საქართველოში იმპორტირებულია მხოლოდ 7-8 დღის მარაგი. ქვეყანაში კვერცხის იმპორტის700%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც უკანონო შეზღუდვების გაუქმებამ გამოიწვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების მიღების შემდეგ,იმპორტულ კვერცხს გაუჭირდება ადგილობრივ პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევა, რადგან მინიმუმ 10-14 დღეა საჭირო ტრანსპორტირებისთვის და, შესაბამისად, ბიზნესრისკები გაზრდილია. შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე იმპორტის ზრდის დიდ მამაჩვენებელმა ბოლო პერიოდში მკვეთრად დაიკლო, რაც კვერცხის ხარისხის მკაცრმა კონტროლმა განაპირობა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 9 თვის განმავლობაში ქსელიდან ამოიღო და გაანადგურა 700 ათას ცალზე მეტი ვადაგასული სასურსათო კვერცხი.


ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ადგილობრივი პროდუქტის და, ამ შემთხვევაში, ქართული კვერცხისადმი გაცილებით ლოიალურია. შესაბამისად, მოსახლეობა ქართულ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. ივნისიდან ბაზარზე მარკირებული კვერცხის გაყიდვა მოსახლეობას არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს - შეიძინოს იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42