გლდანში „BEKO“-ს მაღაზიის ძარცვის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება - შსს
კრიმინალი - 13:34, 22 Jul, 2018     1773

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე მაღაზია ,,ბეკო"-დან მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

"22 ივლისს, 05:35 წუთზე სამმა პირმა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ არსებული ტექნიკის მაღაზია "ბეკოდან" მობილური ტელეფონები მოიპარეს და მიიმალნენ. მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენთიფიკაციისთვის შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-იდან 5 წლამდე.

ბოლო პერიოდში „ბეკოს“ ზემოხსენებულ მაღაზიის გაქურდვის ფაქტებზე გლდანის პოლიციას კიდევ ორ ფაქტზე აქვს სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ორივე შემთხვევაში დადგინდა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა და მხილებულ არიან არასრულწლოვანები. ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება," - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42