ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური კულტურა გააჩნია, რაც მისი ხალხის უნარ-ჩვევებს, ადამიანურ ღირებულებებს თუ პოლიტიკურ შეხედულებებს განსაზღვრავს. გლობალიზაციის მეშვეობით, აღმოსავლეთ და დასავლეთის ქვეყნებს შორის საზღვრები სულ უფრო მცირდება, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა კულტურას გავეცნოთ. ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი - "Building Bridges Between East and West" სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა - გავეცნოთ ერთმანეთის კულტურას და ვიპოვით საერთო ენა.
პროექტი, რომელიც შემუშავებული იყო "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროსა" და გერმანული ორგანიზაციის "Jugendsozialwek Nordhausen e.V."-ის მიერ, გერმანიის ნაციონალური სააგენტოს მიერ დაფინანსდა.
პროექტი, ქობულეთში, 25 ივნისი - 2 ივლისს ჩატარდა და მასში საქართველოს, გერმანიის, პორტუგალიის, შვედეთის, თურქეთის, პოლონეთის, უკრაინისა და ბელარუსის 40 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
პროექტის მიზნები იყო:
- სამოქალაქო საზოგადოებაში ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობა;
- სტერეოტიპებისა და არასწორი წარმოდგენების შეცვლა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- ევროპული ღირებულების გაზიარება, როგორიცაა: დემოკრატია, სოლიდარობა, გენდერული თანასწორობა, ურთიერთგაგება, თანამშრომლობა, შემწყნარებლობა;
- მონაწილე ქვეყნების ისტორიის, კულტურის, მნიშვნელოვანი მოვლენების გაზიარება;
- მონაწილე ქვეყნებს შორის განსხვავებების/საერთოს პოვნა;
- არაფორმალური განათლებისა და სოციალურ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა;
- Erasmus+-ის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
"პროექტს, "Building Bridges Between East and West", რომელიც დაფინანსებულია პროგრამის "ერაზმუს+" გერმანიის ნაციონალური სააგენტოს მიერ, საქართველოში "სტუდენტურ-ახალგაზრდულმა სათათბირომ" უმასპინძლა. ზოგადად, პროექტებს, მსოფლიოში აქტუალურ საკითხებზე ვატარებთ, ამ ჯერზე, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გადავწყვიტეთ, უბრალოდ ერთმანეთი გაგვეცნო. ახალგაზრდებმა ერთმანეთს თავიანთი კულტურა, ისტორია, ტრადიციები გააცნეს, გაუზიარეს შეხედულებები, მოლოდინები. ჩვენი ორგანიზაციას განაგრძობს აქტუალურ და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე პროექტების განხორციელებას, რომლებიც ახალგაზრდების მოტივირებისა და სამოქალაქო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდისკენ არის მიმართული" - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ირაკლი მჟავანაძემ.
რაც შეეხება მასპინძელ ორგანიზაციას, "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო" (Student-Youth Council) წარმოადგენს საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც ემსახურება ახალგაზრდობისა და სტუდენტების პრობლემების მოგვარებას მათი უფლებების დაცვის, ცოდნის მიღებისა და გაღრმავების, ინფორმაციული ვაკუუმის შევსების, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული შესაძლებლობების პრაქტიკული ხელშეწყობის გზით.
ორგანიზაციას საქმიანობის 16-წლიანი ისტორია გააჩნია. დღესდღეობით მუშაობს შემდეგი პროგრამული მიმართულებით: ახალგაზრდობის ინტეგრაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; მოხალისეობის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა; დემოკრატიული მმართველობის/თვითმმართველობის დამკვიდრება და განვითარების ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები