„ჩვენ ბედი გვიღიმოდა მთელი ტურნირის განმავლობაში - დღეს კი ეს აღარ იყო საკმარისი, განსაკუთრებით ავტო გოლის და პენალტის სიტუაციებში. ვფიქრობდი რომ ძნელი იქნებოდა. მე-3 ან მე-4 გოლის შემდეგ ძნელი იყო ენერგიის პოვნა, მაგრამ მოთამაშეები არ დანებდნენ. ეს ჩვენ მოვახერხეთ მანჯუკიჩის დაჟინების გამო.
რა ვუთხარი მოთამაშეებს, როცა წრედ შევიკარით? ჩვენ მოწყენილები ვიყავით, ვდარდობდით. მაგრამ მე ვუთხარი რომ იმედგაცრუების მიზეზი არ გვქონდა. ვუთხარი: თავი მაღლა აწიეთ ბიჭებო! ჩვენთვის რომ ეთქვათ, რომ ფინალში გავიდოდოთ ამას ფანტასტიკად ჩავთვლიდით, მაგრამ მას შემდეგ როგორც ვითამაშეთ იმედგაცრუების გრძნობა იყო.
ძალიან ბედნიერები ვართ რომ მოდრიჩმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი აიღო. მან ეს ჯილდო დაიმსახურა. მშვენიერი ტურნირი ჩაატარა. ეს გუნდის დამსახურებაცაა. ლუკამ კი ამ შედეგში ლომის წილი შეიტანა.
რაც შეეხება ვიდეორეფერს, როდესაც ის სასარგებლოდ მუშაობს, ყველაფერი კარგადაა, როცა საწინააღმდეგოდ - უკმაყოფილებაა. მე არ მინდა ტექნოლოგია და მსაჯი გავაკრიტიკო, მე მათ პატივს ვცემ. უბრალოდ ჩემი იმედგაცრუება გამოვთქვი.
ჩვენს ავტობუსზე არის წარწერა „პატარა ქვეყანა - დიდი ოცნებები“. უნდა გჯეროდეს შენი წარმატების. ეს სიგნალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ხორვატია, როგორიცაა საქართველო. უნდა გქონდეს ოცნება და ამბიცია, არასდროს უნდა დანებდე და უნდა გჯეროდეს. ვიხედები უკან და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ჩემი ქვეყნით.“- განაცხადა ზლატკო დალიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები