დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი Art-გენი 2018-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.
კონცერტის დაწყებამდე მაყურებელს ასევე შეუძლია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დამონტაჟებულ დიდი ეკრანზე, მსოფლიო ჩეპიონატის ფინალს უყუროს.
ფესტივალის მე-15 საიუბილეო წელი 8 ივლისს ნინო ქათამაძის და „ინსაითის" კონცერტით გაიხსნა.
მთელი კვირის მანძილზე მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა სხვდასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტი, ასევე დასკვნითი კონცერტები: „სუხიშვილები", რობი კუხიანიძე და „აუთსაიდერი", Asea Sool, ჯგუფი „ფრანი" და „რეგიონი" . წელს პირველად ჰიპჰოპის დღე. გაიმართა „შავფაროსნების" ქართული საბრძოლო ხელონების საჩვენებელი შოუ.
დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციულად წარმოდგენილია ჰამაკების და პუფების ზონა, ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები.
Art-გენი 2018-მა სტარტი 21 ივნისს რეგიონული ტურნეთი აიღო . Art-გენი წელს საქართველოს 4 რეგიონში - აჭარა, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი, 9 დღის განმავლობაში მოგზაურობდა.
2004 წლიდან დღემდე ფესტივალმა Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციისფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა . ფესტივალი წელსაცსაინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს .
მასალის გამოყენების პირობები