"7 თვის წინ ისე სცემეს, მთელი ყბა რკინებში ჰქონდა..." - სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის ოჯახი მომხდარს შურისძიებას უკავშირებს
კრიმინალი - 17:40, 14 Jul, 2018     10775
ამ დრომდე უცნობია, თბილისში 2 დღის წინ მომხდარი საზარელი მკვლელობის მოტივი. შს სამინისტრო არაფერს ამბობს არიან თუ არა დაკავებულები განზრახ, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობაში ბრალდებულები.

რაც მედიამ გაარკვია, ელიას უბანში მოკლული 20 წლის გეორგ სარქისიანია. ახალგაზრდა ბიჭს 15-მა პირმა 22 ჭრილობა მიაყენა.

ოჯახის წევრების თქმით, გეორგი ნაწამებია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი რამდენიმე თვის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

საქმეში ფიგურირებს მკვლელობის ამსახველი ვიდეო კადრები, რომელიც შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოიღეს.

"დაჩეხეს, 20-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება... ეს იყო განზრახ მკვლელობა, ჩემი ძმას 15 -მდე ადამიანი ზურგიდან ურტყამდა, ისინი 2 ავტომობილით იყვნენ. ყველას ჰქონდა დანა"- ამბობს მოკლული ბიჭის და, მარია სარქსიანი, რომელიც მომხდარს წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს.

"ეს კონფლიქტი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციამ კი არაფერი იციდა. კონფლიქტის შესახებ არაფერი ვიცი, არაფერს ამბობდა. 7 თვის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მთელი ყბა რკინებში ჰქონდა ჩასმული, მისი ტოლი ბიჭები არიან, თუმცა მათი ვინაობა არ ვიცი"- აღნიშნა სარქსიანმა.

გარდაცვლილის მამას უჭირს თქვას, რა გახდა სასტიკი დანაშაულის მოტივი.

"გარეთ ელოდებოდნენ, რა გახდა ამ საშინელების მოტივი, ამას გავარკვევ"- თქვა მამამ.

თვითმხილველების თქმით, დაჭრილი არამიანსის საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს.

"ყვიროდა - მომკლეს, მიშველეთო"- თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42