შოვი „არტარეა ფესტივალის" ფარგლებში ღონისძიებას - „მუსიკა და პოეზია რაჭაში" უმასპინძლებს
კულტურა - 16:14, 13 Jul, 2018     1736

„არტარეა ფესტივალი" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 14 ივლისს შოვის ყოფილი პირველი სანატორიუმის ეზოში (ე.წ სტალინის სახლი) გოგი ძოძუაშვილი და რატი ამაღლობელი აუდიტორიის წინაშე ერთობლივი პროექტით - „წრე" წარსდგებიან. 90-იან წლებში შექმნილი კოლაბორაცია გოგი ძოძუაშვილის ელექტრონულ მუსიკას და რატი ამაღლობელის პოეზიას აერთიანებს.

„არტარეა ფესტივალმა" სტარტი 23 ივნისს რუსთავში აიღო და 6 რეგიონში 6 სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ასევე ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით გადააზრებას, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას.

მომდევნო ღონისძიება - ალექსანდრე კორძაიასა და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი - Kordz & Zagareli-Strings, 28 ივლისს, ბორჯომის პარკში ჩატარდება. 11 აგვისტოს მესტიაში, სვანეთის მუზეუმში მიხეილ კალატოზოვის ფილმის - „ჯიმ შვანთე" მუსიკალური პრემიერა შედგება. არტარეა ფესტივალი 22 სექტემბერს თელავში დასრულდება, სადაც ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქცია სახელწოდებით - „სხვა კუთხით" იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი.

პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42