"რაიან სმიტი მკვლელებს იცნობდა, მათმა ხეობაში ნახვამ შეაშინა... მალხაზი იმიტომ არ მოკლეს, რომ ყველაფერი ამ ბავშვს დაბრალებოდა" - ბრალდებული მწყემსის ადვოკატი
კრიმინალი - 15:22, 13 Jul, 2018     21299
სმიტების ოჯახი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატი, დავით გირგვლიანი ამბობს, რომ მკვლელებს რაიან სმიტს იცნობდნენ.

როგორც „ნიუპოსტს“ გირგვლიანმა განუცხადა, მკვლელობის დღეს სავარაუდოდ, ნაცნობები შეხვდნენ, რომელთა დანახვამაც მოკლული მამაკაცი შეაშინა.

„ვადასტურებთ, ორი უცხო მამაკაცისა და შავი ფერის ავტომობილის არსებობას, ხეობაში იმყოფებოდა ის ორი ადამიანი, რომლებმაც მოკლეს სმიტების ოჯახი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის მკვლელობის თვითმხილველი და არა მკვლელობასთან რაიმე სახის შემხებლობასთან მყოფი პირი. კობაურისთვის უცნობი პირები ქართულად საუბრობდნენ. მაიკლ სმიტი მას სავარაუდოდ, იცნობდა, რადგან მათმა დანახვამ შეაშინა და ნაბიჯიც კი ააჩქარა, თუმცა ისინი მალევე დაეწივნენ“- განაცხადა დავით გირგვლიანმა.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე, რატომ დატოვეს მკვლელობაში ბრალდებულებმა 19 წლის თვითმხილველი ცოცხალი, ადვოკატმა უპასუხა, რომ „მათი მიზანი იყო, მკვლელობა ამ ბავშვს დაბრალებოდა“.

„ამ ვერსიას ხომ აქვს არსებობის უფლება?! თუმცა ამის დადასტურება, იყვნენ თუ არა ნამდვილად უცხო ადამიანები ხადას ხეობაში, მთავარ პროკურატურას და გამოძიებას არც კი უცდია“- ამბობს ადვოკატი.

დავით გირგვლიანის განცხადებით, დაკავებისას მალხაზ კობაურმა ეს ვერსია პოლიციელებს უთხრა, თუმცა სამართალდამცავებმა მას არ დაუჯერეს.

„მას სთხოვდნენ აღიარებით ჩვენებას, იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ. ერთი სიტყვით, მალხაზის ყველაფერი ისე გააკეთებინეს, როგორც მათ აწყობდათ“- განმარტა უფლებადამცველმა.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე როგორ მიიყვანა ბრალდებულმა ბავშვის ცხედართან სამართალდამცავები, გირგვლიანმა აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხი მკვლელობაში ბრალდებულს აქვს, თუმცა გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ამაზე დღეს ვერ ისაუბრებს.

„მინდა ყველა ჟურნალისტმა ამ საკითხზე სწორი აქცენტი გააკეთოთ. კითხვას განა არ ვპასუხობ, აღნიშნულ შეკითხვას ჯერ-ჯერობით არ ვპასუხობ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“- დასძინა ადვოკატმა.

დავით გირგვლიანი არ პასუხობს კიდევ ერთ კითხვას, მაიკლ სმიტისა და მისი ვაჟის მკვლელობა „უცნობ პირებთან კონფლიქტის შემდეგ“ იმავე წუთებში მოხდა თუ არა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკითხზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. შემდეგ ეტაპებზე ამ და სხვა საკითზებზე დაცვის მხარე გააკეთებს განცხადებებს“- განმარტა მან.

დავით გირგვლიანი ამბობს, რომ მალხაზ კობაურის ოჯახს უანგაროდ ეხმარება.

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ლორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიან სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს.

სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსი დააკავა, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. თუმცა სასამართლოზე ჩვენება შეცვალა და ბრალდება უარყო. დაკავებლს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 4 წლის ბავშვის ცხედარი, რომელიც ბრალდებულმა დამალა.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდანაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში ცხოვრობს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42