ხორვატმა ფეხბურთელმა დომაგოი ვიდამ, რომელმაც რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ გასახდელში ჩაწერილ ვიდეოში, წარმოთქვა სლოგანი „დიდება უკრაინას“ და გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა, ბოდიში მოიხადა.
ამის შესახებ მან განცხადება, რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხთან ინტერვიუში გააკეთა
ჟურნალისტი : „არ გაწუხებდა, რომ ვიღაცები ტრიბუნებიდან გისტვენდნენ?“
ვიდა : „არა, ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი, მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო რუს ადამიანებს. ასეთია ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ შეცდომებზე.“- განაცხადა ვიდამ.
მისგან განსხვავებით რუსულ მედიასთან ბოდიში არ მოუხდია, ამავე ვიდეოჩანაწერის გამო ხორვატიის დელეგაციიდან გარიცხულ ოგნენ ვუკოევჩს.
„პოლიტიკა არ გვაინტერესებს, მხოლოდ ფეხბურთი“ - განაცხადა ვუკოევიჩმა, შეკითხვის პასუხად აპირებდა თუ არა ვიდას მსგავსად ბოდიშის მოხდას.
მასალის გამოყენების პირობები