დომაგოი ვიდას სკანდალი გრძელდება - რუსმა დეპუტატმა ხორვატებს ,,სლავური სამყაროს მოღალატეები" უწოდა
სპორტი - 17:00, 10 Jul, 2018     6731
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი ფრანც კლინცევიჩმა ხორვატიას სლავური სამყაროს მოღალატე ქვეყანას უწოდა, მას შემდეგ, რაც ხორვატმა ფეხბურთელმა დომაგოი ვიდამ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთთან მოგების შემდეგ ვიდეო ჩაწერა და გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა სიტყვებით „დიდება უკრაინას“. კლიმცევიჩი მიიჩნევს, რომ მომხდარი სავარაუდოდ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა. ამის შესახებ riafan.ru წერს.


„ეს იყო გამოწვევა, ეს იყო პროვოკაცია და ეს პროვოკაცია მომზადებული იყო. ის 15 წლის არაა, ზდასრული ადამიანია, ყველაფერი იცის და ესმის. ის ამ პროვოკაციაზე განზრახ წავიდა. დაუკვირდით, მთელი ჩემპიონატის მანძილზე ასეთი რამე არ მომხდარა - არავის ხორვატების გარდა, ასეთი რამის უფლება საკუთარი თავისთვის არ მიუციათ. მხოლოდ ხორვატები.

მოხარული ვარ, რომ არასდროს ვგულშემატკივრობდი ხორვატებს, იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის სლავური სამყაროს მოღალატეები იყვნენ. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ აუცილებელია ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მეთოდებით უნდა მოვითხოვით ამ პროვოკაციაზე პასუხი. არ არის საჭირო გაბუქება, მაგრამ პასუხის მოთხოვნა აუცილებელია.“- განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს შორის სენატორმა.

შეგახსენებთ, დომაგოი ვიდა სკანდალში მას შემდეგ გაეხვა რაც რუსეთის დამარცხების შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სამწვრთნელო შტაბის წევრთან ოგნენ ვუკოევიჩთან ერთად იყო და მათ ხორვატიის რუსეთზე გამარჯვება უკრაინას მიუძღვნეს.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ეს მათი უკრაინელი მეგობრებისთვის ჩაწერეს, რადგან ორივე მათგანი კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო. ფიფამ დომაგოიო ვიდა ანტირუსული პროპაგანდის გამო გააფრთხილა, ოგნენ ვუკოევიჩი კი სამწვრთნელო შტაბიდან მოხსნეს და მსოფლიო ჩემპიონატის აკრედიტაციის გარეშე დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება საპროტესტო ფლეშმობის საფუძველი გახდა, ფიფას ფეისბუკგვერდი აივსო კომენტარებით „დიდება უკრაინას“ ფეისბუკმომხმარებლები ფიფას დაბალ შეფასებას - 1 ვარსკვლავს უწერდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42