ინტერნეტში მორიგი ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც ხორვატიის ნაკრების წევრი დომაგოიო ვიდა ისევ გამოდის შეძახილით „დიდება უკრაინას“, ვიდა ასევე იძახის „ბელგრადო დაიწვი!“
ვიდეოში ჩანს ოვიც ოლიჩი, ხორვატიის ნაკრების ექს-მოთამაშე, რომელიც ახლა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შედის.
არაა ცნობილი, თუ როდისაა ეს ვიდეო გადაღებული, თუმცა როგორც უცხოური მედია წერს ოლიჩი სამწვრთნელო შტაბში გასული წლის ბოლოს შევიდა, ვიდას ხელში უკავია ლუდი Bud-ი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია.
შეგახსენებთ, დომაგოი ვიდა სკანდალში მას შემდეგ გაეხვა რაც რუსეთის დამარცხების შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სამწვრთნელო შტაბის წევრთან ოგნენ ვუკოევიჩთან ერთად იყო და მათ ხორვატიის რუსეთზე გამარჯვება უკრაინას მიუძღვნეს.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ეს მათი უკრაინელი მეგობრებისთვის ჩაწერეს, რადგან ორივე მათგანი კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო. ფიფამ დომაგოიო ვიდა ანტირუსული პროპაგანდის გამო გააფრთხილა, ოგნენ ვუკოევიჩი კი სამწვრთნელო შტაბიდან მოხსნეს და მსოფლიო ჩემპიონატის აკრედიტაციის გარეშე დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება საპროტესტო ფლეშმობის საფუძველი გახდა, ფიფას ფეისბუკგვერდი აივსო კომენტარებით „დიდება უკრაინას“ ფეისბუკმომხმარებლები ფიფას დაბალ შეფასებას - 1 ვარსკვლავს უწერდნენ.
მასალის გამოყენების პირობები