"მოსმენის დავალების შესრულების მომენტში გამორთეს კონდიციონერი" - აბიტურიენტი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლიდან
საზოგადოება - 10:59, 10 Jul, 2018     4057
ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში უცხო ენების გამოცდაზე გასულ აბიტურიენტებს საგამოცდო სექტორში კონდიციონერი დამონტაჟებული დახვდათ.

„ძალიან კარგია, რომ ამ სესიაზე კონდიციონერები დაგვხვდა დამონტაჟებული. 2–საათიანი სესია რომ დაიწყება, იმ ბავშვებს ჩვენზე უფრო მეტად დასჭირდებათ ეს ტექნიკა. ისიც კარგი იყო, რომ მოსმენის დავალების შესრულების მომენტში გამორთეს გამაგრილებლები და ხმა უკეთესად გვესმოდა. ჩვენზე მორგებული პირობები იყო ყველანაირად“, – გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა სტეფანე გურგენიძემ.

EDU.ARIS.GE – დაინტერესდა, დაასრულდა თუ არა საგამოცდო ცენტრების გამაგრილებლებით აღწურვა. როგორც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განგვიმარტეს, პროცესი დასრულებულია.

„ქვეყნის მასშტაბით ყველა (22) საგამოცდო ცენტრი უკვე არის გაგრილების საშუალებებით აღჭურვილი. კერძოდ 5 ცენტრში არის მობილური კონდიციონერი და დანარჩენში არის სპლიტ–კონდიციონერები ანუ კედელზე მისამაგრებელი კონდიციონერი. გარდა ამისა, ყველა საგამოცდო ცენტრში წელს უკვე არის ახალი სანიტარული კვანძები“, – განგვიცხადეს სამინისტროს ერთ–ერთ სსიპ–ში.

რაც შეეხება საგამოცდო საკითხების სირთულეს, როგორც ქუთაისის საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, გამოცდა საკმაოდ გაუადვილდათ.

„რუსულ ენას ვაბარებდი.ზოგადად, ბოლო წლებში, შეინიშნება ტენდენცია, რომ უფრო მარტივდება ეს ტესტური დავალებები და, შარშანდელის მსგავსად, არაფერი ისეთი რთული არ ყოფილა. იყო დასაფიქრებელი მომენტები, ლოგიკურ აზროვნებასაც მოითხოვდა, საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ“.

„რატომღაც უფრო რთულ საკითხებს ველოდი, მაგრამ გამიადვილდა დღეს დაწერა, ვაბარებდი ინგლისურ ენას. შეძლებისდაგვარად დავწერე და კმაყოფილი ვარ. უფრო მოსმენის მეშინია, არ ვიცი რამდენ ქულას დამიწერენ. ძალიან გაგვიხარდა, რომ კონდიცონერები დაგვხვდა დამონტაჟებული და გრილოდა. წინა გამოცდებთან შედარებით უკეთესი პირობები იყო“, – გვითხრა მარიამ ხიჯაკაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42