კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის, გულბანის და ვეკუას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






