მაშველებმა 4 წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან დამატებითი შემადგენლობებით განაახლეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის
თემურ მონიავას თქმით, ხეობის 99 პროცენტი უკვე დათვალიერებულია, დღეს კი ხელმეორედ შეამოწმებენ.
„როგორც კი გათენდება, ისევ დაიწყებენ ჯგუფები სამძებრო სამუშაოებს. ძიება განახლდება დამატებითი შემადგენლობებით. მთლიანობაში დათვალიერებულია 11 კილომეტრი. მუშაობას ვაგრძელებთ ბოლომდე, სანამ არ იქნება ნაპოვნი ბავშვი. მდინარე სადაც იღებს სათავეს, იქიდან დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ის ტერიტორია, ყველაფერი ნანახია ორჯერ. კიდევ ვაპირებთ დილით, ავიდეთ იმ ტერიტორიაზე. გავაგრძელებთ ისევ, ზევიდან ბოლომდე ჩავუყვებით მთლიანად ამ 11 კილომეტრს" - აღნიშნა მონიავამ.
შეგახსენეთ, რომ ამერიკის მოქალაქეების გაუჩინარების შესახებ შეტყობინება რამდენიმე დღის წინ შევიდა. ხადას ხეობაში ნაპოვნია ცოლ-ქმრის გვამი, ხოლო მათი შვილის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
როგორც ნიუპოსტს წყარომ უყვება, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი სავარაუდოდ მწყემსის მიერ არის მოკლული. წყაროს ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ძარცვას არ უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა ზუსტი მიზეზები უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ ადგილი ჰქონდა ქალზე ძალადობის მცდელობას.
გამომძიებლებმა სავარაუდო ეჭვმიტანილს უკვე ჩაუტარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე უკვე დააკავეს.
აღნიშნულს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები






