მიმდინარე წლის 9 ივლისის დილის 07:00 საათიდან 11 ივლისის დილის 07:00 საათამდე სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების: იანეთის, დიდი ჯიხაიშის, ეწერის, ღანირის, ჭაგანის, კვირიკეს, ნაბაკევის, ნინუაკუთხის, ჩხენიშის, მიწაბოგირას, დაბა კულაშის, მელაურის ასევე, ქალაქ სამტრედიის შემდეგი ქუჩების რესპუბლიკის, კრავეიშვილების, მიქელაძის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.
ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ხონისა და მარტვილის აბონენტებსაც.
აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 11 ივლისის 07:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარჯორჯიაგაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.
მასალის გამოყენების პირობები






