გია ყანჩელის იდეა - საქართველოს ჰიმნი უნდა შეიცვალოს
საზოგადოება - 16:38, 07 Jul, 2018     11452
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი საქართველოს ჰიმნის შეცვლის იდეით გამოდის. ყანჩელს მიაჩნია, რომ არსებული ჰიმნი აკომპონიმენტის გარეშე საკმარისად ძნელი სამღერია. გია ყანჩელის განცხადებით, კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი “სამშობლოს” პირველი ნახევარი წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე), სიმარტივით და ამავე დროს დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს. აღნიშნულთან დაკავშირებით გია ყანჩელმა მიმართვა გაავცელა:


"თითქმის მივაღწიე 83 წელს. მესმის, რომ ჩემი ქვეყნის გაერთიანებას მე ვერ მოვესწრები. ვფიქრობ, რომ გაერთიანებულ ქვეყანას დაამშვენებდა სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ამავე დროს ადვილად სამღერი სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი, როგორც მუსიკოსის დამოკიდებულება არსებული ჰიმნის მიმართ სამწუხაროდ საკმარისად კრიტიკულია.

ჰიმნის შემქმნელი ბატონი იოსებ კეჭაყმაძე გახლავთ ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის რეფორმატორი. მის მიერ შექმნილი საგუნდო ნაწ

არმოებები ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. რომ არა მისი განსაკუთრებული თავდაბლობა, მას არ დაჭირდებოდა ზაქარია ფალიაშვილის თემების გამოყენება და იგი შექმნიდა სრულყოფილ საქართველოს ჰიმნს.

ზაქარია ფალიაშვილის თემები შესანიშნავია, მაგრამ ჰარმონიული თანხლების (აკომპონიმენტის) გარეშე საკმარისად ძნელი სამღერია. რამოდენიმე წლის მანძილზე ვაკვირდები შემდეგ გარემოებას: ჩაწერილი ჰიმნის ჟღერადობა სავსებით მაკმაყოფილებს, ამავე დროს, თანხლების გარეშე მისი მოსმენისას მიჩნდება არა მხოლოდ უკმარისობის, არამედ უხერხულობის გრძნობა.

არსებობს ერთადერთი გამოსავალი: კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი “სამშობლოს” პირველი ნახევარი წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე), სიმარტივით და ამავე დროს დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს. ამ ადვილად დასამახსოვრებელ მელოდიას ერთი მოსმენითაც კი დაიმახსოვრებს და გაიმეორებს ყველა, მათ შორის საბავშვო ბაღის აღსაზრდელიც.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ნიკოლოზ რაჭველი (ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი) და სვიმონ ჯანგულაშვილი (საპატრიარქოს ვაჟთა მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი) მოესწრებიან ჩემთვის ნანატრ დღეს და საკადრისად განახორციელებენ ჩემს ოცნებას. რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ახალი ჰიმნისთვის სიტყვების შექმნა დავით მაღრაძემ ითავოს.

პატივისცემით,

გია ყანჩელი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42