სვანეთის კატასტროფა ბუნებრივმა და ადამიანურმა ფაქტორებმა გამოიწვია - მერაბ ალავერდაშვილი​
საზოგადოება - 12:26, 07 Jul, 2018     2301

„ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის“ დირექტორი მერაბ ალავერდაშვილი, სვანეთში სტიქიის გართულების საფრთხეს ხედავს თუ გახშირდა წვიმები. იგი კატასტროფის ორ მიზეზს ასახელებს – ბუნებრივი ფაქტორები და ანთროპოგენური ზეგავლენა.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” მერაბ ალავერდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​წვიმებს თან დაერთო ყინულის დნობა. ნენსკრა არის მყინვარული მდინარე. გაზაფხულზე მთის მდინარეებს ახასიათებს ჭარბწყლიანობა. ​ მდინარე ნენსკრა გამოიყენება ასევე ხე-ტყის დასაცურებლად, ამიტომ ძალიან ბევრი ჩახერგვებია მდინარეში, ამას ემატება გეოლოგიური პროცესი. 2-3 დღეს წყლიანობა არ იკლებს.

“უნდა დაველოდოთ მდინარე რას გვიკარნახებს. ახლა აგრილდა და ყინულის დნობა ნაკლებია, მაგრამ დიდია ნალექის წილი. როცა იქ ვიყავი, გაოგნებული დავბრუნდი, ყოველ 500 მეტრში ხე-ტყის საამქროებია და ტყე უკონტროლოდ იჩეხება, რაც თავისთავად ასუსტებს ფერდობს. გარდა ამისა, ხდება ხოლმე მყინვარის ენის მოწყვეტა და მყინვარული ტბების გადმოსვლა. იყო შეგუბება მყინვარის ნადნობი წყლის და მოხდა მისი დანაპრალება და გადმოხეთქვა, ამას მოსდევს ღვარცოფული ნაკადები”, – აცხადებს მერაბ ალავერდაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. წაღებულია ხიდები, დანგრეულია გზები, სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42