სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. "დინამო თბილისმა" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია კლუბის ბაზასტან "ბაუ სტარის" მფლობელობაში არსებული 16 სართულიანი მშენებარე კორპუსის შესახებ. ინფორმაციის თანახმად "ბაუ სტარმა" აღნიშნული შენობის დემონტაჟი უნდა დაიწყოს, რადგან არსებობს აღნიშნულის შესავამისი სასამართლო გადაწყვეტილება. "ბაუ სტარი" "დინამო თბილისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს:
„საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანერლობამ გუშინ მორიგი სიცრუე გაავრცელა კომპანია „ბაუ სტარის“ წინააღმდეგ. ინფორმაცია ბაზის მომიჯნავედ კომპანიის საკუთრებაში არსებული 16 სართულიანი მშენებარე კორპუსის დემონტაჟის დაწყების შესახებ სრული სიცრუეა.
კომპანია „ ბაუ სტარი“ დაუყონებლივ მოითხოვს უარყოს „დინამო თბილისმა“ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან წარმოადგინოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია დემონტაჟის შესახებ.
მხარეებს შორის, სამეზობლო დავა საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და მოსამართლეს ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. მიუხედავათ ამისა „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობა ცდილობს ცრუ სარეკლამო განცხადებების გავრცელებით, კომპანიის იმიჯს და რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს და მისი საქმიანობა შეაფერხოს.
კომპანია „ ბაუ სტარს“ უკვე აშენებული აქვს პროექტით გათვალისწინებული 16 სართული, მიუხედავათ ამისა „დინამო თბილისის“ იურისტმა სასამართლოზე, მცირე ნაგებობის შესახებ ისაუბრა, რითაც შეეცადა მოსამართლის შეცდომაში შეყვანას.
ამ დროისთვის მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ფართების 80% უკვე გაყიდულია და მობინადრეების სახელზეა რეგისტრირებული.
გერმანული სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას კანონის სრული დაცვით ახოეციელებს, ყველა სახის დოკუმენტი წესრიგშია ,ამის დასტურია სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მეორე ინსტანციამ 2017 წლის 7 დეკემბერს გამოიტანა და კომპანიას მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცა.
„დინამო თბილისი“ უკვე წლებია ცდილობს დავა სასამართლოში სხვადასხვა მიზეზით წამოიწყოს და პროცესი მაქსიმალურად გაწელოს, რათა კომპანიას ზარალი მიაყენოს და დამფუძნებლები მიტაცებული მიწის უსასყიდლოდ გადაცემაზე დაითანხმოს. „დინამო თბილსის“ ხელძღვანელობამ ბაზის მომიჯნავედ 1525 კვ. მეტრის ტერიტორია 2011 წელს მიიტაცა და მასზე უკანონო მშენებლობა განახორციელა. კომპანიამ საკუთარი უფლებების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რის შემდეგაც სასამართლომ დინამოს საწრთვნელი ბაზა დააყადაღა.
საფეხბურთო კლუბის იურისტები სამართლებრივი პროცესის გახანძლივების მიზნით ხან სასამართლო სხდომებზე არ ცხადდებიან, ხან ოფიციალური მოსაკრებლის ( ბაჟის) გადახდას აგვიანებენ, რაც დამატებით პროცესის გადადებას იწვევს.
„ბაუ სტარი“ მოუწოდებს „დინამო თბილისს“ შეწყვიტოს კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება“, - ნათქვამია განცხადებაში.



მასალის გამოყენების პირობები






