ნიკა ივანაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ისტორია იწყება ასე:
მარტყოფიდან ძალადობას გამოქცეული მაკა ოთხ შვილთან ერთად პატარა მიწურში ცხოვრობს, სადაც ნესტის, მიწის და სხვა გაურკვეველი, აუტანელი სუნი სუნთქვას გაუსაძლისს ხდის...
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები ბევრი გვინახავს და ეს საზოგადოებისთვის ალბათ უკვე მოძველებული თემაა, მაგრამ ამ ოჯახის გასაჭირს, უმცროსი შვილის, 5 წლის ნიკა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ემატება, რომლის დიაგნოზი მაკამ დაზუსტებით არ იცის, რადგან პოლიკლინიკაში ბევრს ვერაფერს ეუბნებოდნენ, სხვაგან წაყვანის საშუალება კი არასოდეს ჰქონდა... თუმცა ამბობს , რომ ბავშვს დაბადებიდაბ ჰქონდა დეფექტი და ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც პატარა ნიკუშა რეანიმაციაში იწვა, მაშინვე უთხრეს რომ დაეტოვებინა, რადგან ბავშვს იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს, დიდხანს ვერ იცოცხლებს და დაიტანჯებიო...
ნიკუშას აქვს ხერხემლის გამრუდება, დეფორმირებული აქვს დიაფრაგმა, აქვს საზარდულის თიაქარი და ასევე დეფორმირებული აქვს მარჯვენა ტერფიც. როგორც მაკა ამბობს, პოლიკლინიკაში უთხრეს, რომ შესაძლოა ბავშვს გულის მანკიც ჰქონდესო, მაგრამ ეს დაუზუსტებელია, რადგან ბავშვს გამოკვლევები ამ დრომდე ვერ ჩაუტარდა...
მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, რომ დაგვეხმაროს ნიკას გამოკვლევებში, თანხა შეჰიძლიათ ჩარიცხოთ ფონდ „დედის ხელების“ ანგარიშზე, ხოლო ბავშვის და ოჯახის შესახებ სხვა დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ჩვენი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ჩვენი რეკვიზიტები:
1. საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400
2. თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015
3. ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001
საქველმოქმედო ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან : 0 901 701 225 (ზარის ღირებულება 1 ლარი)
ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ „დედის ხელები“
გადარიცხვა ასევე შეგუძლიათ ჩვენი საიტის დონაციის განყოფილებიდან ბარათით, სახლიდან გაუსვლელად: www.mothershandscare.com
დანიშნულებაში მიუთითეთ ნიკა ივანაშვილი


მასალის გამოყენების პირობები






