ავტოავარია, რომელიც 21 წლის შოთიკოსთვის ცხოვრების ტრაგედიად იქცა - როგორ უვლის 80 წლის ბებია საწოლს მიჯაჭვულ ახალგაზრდა ბიჭს
საზოგადოება - 11:00, 06 Jul, 2018     3894
21 წლის შოთიკო ვართუმაშვილი 2 წელია რაც საწოლს არის მიჯაჭვული. იგი ავტოავარიაში მოყვა და დღემდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მისი სხეული პარალიზებულია, აღენიშნება მრავალი მოტეხილობა, ყელში სტომა აქვს ჩადგმული, თავის ქალაში კი - პლასტიკა.

შოთიკოს მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დედა - მძიმე ავადმყოფია, რომელიც თავის ტვინის დაავადების გამო ვერავის ცნობს და ნათესავებმა წაიყვანეს მოსავლელად. ამ ყმაწვილს 80 წლის ბებია უვლის, რომელიც სასოწარკვეთას არის მიცემული. წარმოუდგენლად რთულია შეეგუო საკუთარი შვილიშვილის უბედურებას, რომელსაც თან მატერიალური სიდუხჭირე ერთვის, რის გამო საცოდავი მოხუცი ვერ უზრუნველყოფს ავადმყოფს სათანადო მოვლით.

„თითქმის ერთი წელია, რაც სოციალური დახმარება მომიხსნეს. ვიყავი მათთან, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. ასე მითხრეს - ნაკვეთები გაქვსო და ამიტომ მოგიხსენითო...არ მინდა ეს ნაკვეთები, აბა როგორ უნდა დავამუშავო მე მიწა? წაიღონ, ოღონდ სოციალური დახმარება დამიბრუნონ, რომ ეს თანხა ჩემს ავადმყოფ შვილიშვილს მოვახმარო“, - ამბობს თამარ ვართუმაშვილი.

ამ ხანდაზმულმა ქალმა გაყიდა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, რომ ექთანს გადაუხადოს ფული. ავადმყოფს მედდის 24-საათიანი მომსახურეობა ესაჭიროება, რაც დღეში 50 ლარი ჯდება. მედიკამენტები იმდენად ძვირია, რომ იგი ვერ ყიდულობს მათ, წამლის გარეშე კი შოთიკოს კრუნჩხვები ემართება.

„მადლობა ღმერთს! რომ არა კეთილი ადამიანები, ალბათ დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით ...რამდენიმე თვის წინ ამ ოთახს ცეცხლი გაუჩნდა, ყველაფერი დაიწვა, თუმცა სოფელი დამეხმარა და გაარემონტეს ოთახი, სადაც შოთიკო წევს...გული უკვე ვერ უძლებს ამდენ ტკივილს, იგი სადაცაა გაჩერდება, ხშირად ვფიქრობ - ხომ არ წავიდე და გადავარდე ხრამში, მაგრამ ვინ მოუვლის ჩემს უმწეო შვილიშვილს“? - ამბობს თამარ ვართუმაშვილი.

გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ ამ ოჯახს ძალიან უჭირს. ბებია და შვილიშვილი კეთილი ადამიანების დახმარებით ცხოვრობენ. მათ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ. პირველ რიგში, ეს არის მედიკამენტები, საყლაპავი მილები და პამპერსები, რასაც ბებიის პენსია არ ჰყოფნის, ხოლო სოციალური დახმარება მათ მოუხსნეს.

თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შოთა ვართუმაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42