თსუ-ში ხვალ ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
საზოგადოება - 17:33, 05 Jul, 2018     1020
6 ივლისს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთშორისო ტურნირი გაიხსნება. ტურნირში 9 ქვეყნის 15 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის 200-მდე მონაწილეს შორის, 100-ზე მეტი უცხოელია, ჟიურის 35 წევრი და დამკვირვებელი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ტურნირში 25-მდე ქართველი ჟიურის წევრი და 30 მოხალისე მონაწილეობს. საქართველო ტურნირზე 2 გუნდით წარსდგება.

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი ოლიმპიადებისგან განსხვავებული, ინტელექტუალური კონკურსია 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების უნარს წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა) დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში. ტურნირი მოსწავლეებს ეხმარება კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. შემოთავაზებული დავალებები ეხება ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ტურნირის მონაწილეებისგან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს.

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირებში საქართველოს სკოლების მოსწავლეები მრავალი ათეული წლის მანძილზე მოწინავეთა რიგებში არიან და სერიოზულ წარმატებებს აღწევენ. 2014-2016 წლებში საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ზედიზედ სამჯერ ოქროს მედლები მოიპოვა. 2017 წელს ჩინეთის ქალაქ ნანკინში ჩატარებულ მეხუთე ტურნირზე ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, დღეისათვის ახალგაზრდა ნატურალისტთა მსოფლიო რეიტინგში საქართველო ლიდერია.

საერთაშორისო ტურნირი 12 ივლისამდე გასტანს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული მუზეუმი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42