თსუ-სა და საპარტნიორო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 15:14, 05 Jul, 2018     1080

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიებში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საპარტნიორო ფონდს შორის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საპარტნიორო ფონდი სტუდენტების სტაჟირების გარდა თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განიხილავენ. „ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედი მხოლოდ ეს არ არის. ცოდნის ტრანსფერი, საინოვაციო მიმართულებები - ეს ის თემებია, რომლებსაც საპარტნიორო ფონდთან განვიხილავთ და იმედია, უნივერსიტეტი და ფონდი კიდევ ბევრ სფეროს გამონახავენ, სადაც ერთმანეთს წაადგებიან,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ განათლებას აძლევს, საპარტნიორო ფონდი კი მათ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს. „უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სტუდენტების ჯგუფი იმ საწარმოებში გაივლის სტაჟირებას, სადაც ჩვენი კაპიტალი გვაქვს ჩადებული, ასევე ჩვენს სათაო თუ შვილობილ კომპანიებში. იმედია, მომავალში მათი დიდი ნაწილი თავის დასაქმების ადგილს იპოვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვისაც და იმ საწარმოსა და ბიზნესისთვისაც, რომელიც საქართველოში მაღალი დონის თეორიული მომზადების და პრაქტიკული ცოდნის მქონე კადრებს ეძებს.“- განაცხადა დავით საგანელიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საპარტნიორო ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება. საწყის ეტაპზე თსუ სტუდენტებისთვის საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიებში 35 ადგილი იქნება გამოყოფილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42