ანგარიშსწორება დანებით, გადატეხილი ბოთლებით და ბეისბოლის ჯოხებით - რა მოხდა აუზზე, სადაც 21 წლის სტუდენტი დაჭრეს (ახალი დეტალები)
კრიმინალი - 09:49, 05 Jul, 2018     6873
თბილისის შემოგარენში მდებარე ერთ-ერთ საცურაო აუზზე დაჭრილი 21 წლის ილია უგრეხელიძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სტუდენტს წინა კვირას საცურაო აუზ "შტაბში" 10 - მდე ახალგაზრდა დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა.

​უგრეხელიძეები გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოები არიან, რადგან მათი თქმით, უწყებას სავარაუდო დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებულები ჰყავს, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა.

"კისერზე სამჯერ აქვს დასმული, მუცლის არეში აქვს გადამტვრეული ბოთლით, მიყენებული რამდენიმე ჭრილობა, ყბაში ბეისბოლის ბიტა აქვს მოხვედრილი. ამის გარდა 10 კაცი ურტყამდა მუშტებს და წიხლებს.ეს არის ორგანიზებული ჯგუფი. ვეჭვობ ვიღაცამ დაურეკა, რის შემდეგაც ეს ტერორისტული აქტი მოახდინეს. წამებში მოხდა ყველაფერი, ჩემმა მეორე ძმამ და მისმა მეგობარმა რეაგირება ვერ მოასწრეს, მეგობარს თავზე ბოთლი გადაამტვრიეს, ის ადგილზე გაითიშა"- აცხადებს დაჭრილის ძმა, გიორგი უგრეხელიძე.

როგორც ირკვევა, სისხლიან დაპირისპირებას წინ ილია უგრეხელიძესა და რამდენიმე ახალგაზრდას შორის საბურთალოზე მომხდარი გარჩევა უძღოდა.

დაშავებულის ძმა აცხადებს, რომ აღნიშნულ დაჯგუფებას თავდასხმის მცდელობა ილია უგრეხელიძის მიმართ რამდენიმე დღის წინაც ჰქონდათ, თუმცა მაშინ ახალგაზრდამ გაქცევა მოასწრო.

"საბურთალოელები არიან, მოტივი იყო ის რომ იმათ ამის დაჩაგვრა უნდოდათ და ამან არ დააჩაგვრინა..."- ამბობს დაჭრილის ძმა, რომელიც ეჭვობს, რომ დამნაშავეებს "ვიღაცა მფარველობს".

"ვიღაცა მფარველობს, რომ ასეთ რაღაცას ბედავენ. კანონის არ ეშინიათ, ავტორიტეტი არ ჰყავთ. გარშემო არავინ აინტერესებთ დაცვა შეანგრიეს და გააკეთეს საქმე"- აღნიშნავს გიორგი უგრეხელიძე.

საცურაო აუზ "შტაბის" მენეჯერი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მომხდარი წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

თედო მინდორაშვილი აღნიშნავს, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე კონფლიქტი არ ყოფილა.

"ჩვენს სტუმარს მოაკითხეს უცხო პიროვნებებმა, როგორც გავიგე გარეთ გასვლა სთხოვეს, ეს ბიჭი არ გაჰყვა და შემდეგ შემოვიდნენ ძალით"- თქვა "შტაბის" მენეჯერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42