საგრანტო კონკურსის მიზანია საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. კონკურსის პირობების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს პროფესიონალთა გუნდისგან დაკომპლექტებული ორგანიზაცია, რომელიც, ერთი მხრივ, დირექტორთა მომავალი პროფესიული საჭიროებების დადგენის მიზნით და მეორე მხრივ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების თანმდევად, ხელს შეუწყობს დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას და პროფესიულ განვითარებას.
საგრანტო მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 50 000 (ას ოცდარვა ათასი) ლარს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს, სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდას მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, რაც გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტად გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.
საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება წარმოებს 2018 წლის 4 ივლისის 12:00 საათიდან 2018 წლის 30 ივლისის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
მასალის გამოყენების პირობები