დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე ტრენინგები გაგრძელდა
განათლება - 11:07, 04 Jul, 2018     1396

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, აგრძელებს საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ლიდერობის აკადემიის კურსს. ამჯერად დირექტორები ლიდერობის აკადემია 3-ის ორ მოდულს - ,,შეფასებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების ავტონომიურობის ხელშეწყობა“ და ,,ლიდერობა და ჯგუფის დინამიკა“ გაივლიან, რითაც დასრულდება საჯარო სკოლის დირექტორების სამწლიანი გადამზადების კურსი.

ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. ასევე, მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობის და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.

1872 საჯარო სკოლის დირექტორი, პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე შერჩეული ამდენივე ფასილიტატორი და საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელები ლიდერობის აკადემია 3-ს გაივლიან, რომელიც ხუთი დღის მანძილზე გაგრძელდება (სულ 40 საათი).

ტრენინგმოდულის ,,შეფასებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების ავტონომიურობის ხელშეწყობა“ ზოგადი მიზანია მონაწილეებს ვასწავლოთ საკლასო შეფასების დაგეგმვის და მისი განხორციელების მექანიზმები, რომელიც მოცემულია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (2018-2024 წწ.).

ტრენინიგის მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ უნდა მოხდეს შემაჯამებელი ნაშრომების შეფასების შედეგების გაანალიზება სასწავლო პრობლემების დიაგნოსტიკის მიზნით, როგორ გამოვიყენოთ ეს მონაცემები მოსწავლის ავტონომიურობის ზრდის მხარდასაჭერად. ამასთან, შეაფასებენ დაგეგმილი შეფასებების და გამოყენებული რუბრიკების ეფექტურობას, გააანალიზებენ დაგეგმვის პროცესში შეფასების მონაცემების გამოყენებას.

სკოლის ლიდერთა ჯგუფის წევრები შეძლებენ შეაფასონ მასწავლებლების უნარ-ჩვევები სწავლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით. გაეცნობიან, თუ როგორ დაგეგმონ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა სწავლის პროცესის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაზრდელად.

ტრენინგმოდულის ,,ლიდერობა და ჯგუფის დინამიკა“ მიზანია მონაწილეები გაეცნონ ლიდერი - დირექტორის როლს სასკოლო პროცესების მართვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესში.

მონაწილეები გაიაზრებენ სკოლის ბაზაზე გუნდური მუშაობის, ამ პროცესში ფუნქციების დელეგირებისა და მასწავლებლებში და მოსწავლეებში ავტონომიურობის გაძლიერების აუცილებლობას. პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით ამოიცნობენ და დაახარისხებენ პრობლემებსა და საჭიროებებს და დაგეგმავენ შესაბამის აქტივობებს. ისწავლიან მართვის პროცესში კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგიებსა და ხერხებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას. ასევე, შეაფასებენ სხვადასხვა ცვლილებების საჭიროებას სკოლის ტიპებიდან გამომდინარე, შექმნიან ლოგიკურ ჩარჩოს და დაგეგმავენ შესაბამის აქტივობებს.

ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.

ლიდერობის პირველი და მეორე აკადემია 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის მაისამდე გაიარა. სექტემბრისთვის ქართულენივანი სკოლების დირექტორებს ლიდერობის 1,2,3 აკადემიის 11 მოდული ექნებათ გავლილი.

ლიდერობის აკადემიის ყოველი საფეხურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42