კომპანიაში ყოფილი თანამშრომლის შურისძიებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მათი ყოფილი თანამშრომელი ლევან კირვალიშვილი პროვოკაციების მოწყობაში ადრეც იყო შემჩნეული.
აღსანიშნავია, რომ კირვალიშვილი კომპანიიდან რამდენიმე თვის წინ ხმაურით დაითხოვეს.
„ალბატროსის“ ადმინისტრაციის უფროსი და ამავე დროს კომპანიის გენერალური დირექტორის მინდობილი პირი, მადინა თვაური „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ამოღების საკითხი მისთვის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს, რადგან კანაფი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე არ აღმოუჩენიათ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორია არ იყო. შესაბამისად, რატომ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ალბატროსის“ ტერიტორიაზე ჩატარდა ჩხრეკა გაურკვეველია. ეს არ იყო სპეცოპერაცია, როგორც ამას თქვენ ამბობთ, პოლიცია მოვიდა, ზუსტად იცოდნენ, ის ტერიტორია, სადაც საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ხაზგასმით ვამბობთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არ გვქკუთვნის და არც იჯარით გვაქვს აღებული.
მე რამდენადაც ვიცი, ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს და ამდენად, ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად რა ნივთიერება ამოიღეს სამართალდამცავებმა. მეტიც, რადგან ეს თემა არ გვეხება, არც გვაინტერესებს გამოძიების შედეგები“- აღნიშნა მადინა თვაურმა.
„ალბატროსის“ წარმომადგენელი არ საუბრობს კონკრეტული მტკიცებულებებით, თუ რის საფუძველზე დაადანაშაულა კომპანიის იურისტმა ლევან კირვალიშვილი პროვოკაციის მოწყობაში.
„უმჯობესია ამაზე განმარტება, კომპანიის იურისტმა, იასონ ბესელიამ გააკეთოს, რადგან აღნიშნული კომენტარის ავტორი სწორედ ბატონი იასონია“- ამბობს თვაური.
ჩვენ „ალბატროსის“ იურისტს, იასონ ბესელიას დავუკავშირით, რომელიც ირწმუნება, რომ ტერიტორია, საიდანაც მარიხუანა ამოირეს მათ მფლობელობაში არ არის. იურისტი კომპანიის სხვა წარმომადგენლების მსგავდად, ხელს ლევან კირვალისშვილისკენ იშვერს, თუმცა იურისტი მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა.
„არ ვიცი დადგინდა თუ არა რა ნარკოტიკია, შემცველობა რამდენია და როგორ არის... ბრალი არავის წარდგენია, არ ვიცით ვის ეკუთვნის აღნიშნული ნივთიერება. გადაჭრით გეუბნებით, რომ ტერიტორია, საიდანაც აღნიშნული ნივთიერება ამოიღეს კომპანიის საკუთრება არ არის და არც რაიმე შემხებლობა აქვს კომპანიას ამ ფაქტთან. ტერიტორია ჩვენს გამგებლობასა და მფლობელობაში, არც საიჯარო ხელშეკრულებით არ არის“- აღნიშნა ბესელიამ.
ადვოკადტი დარწმუნებულია, რომ ინფორმაცია, რომელიც „ალბატროსში“ ნარკოტიკული საშუალების არსებობას შეეხება, იმ პირებთან არის დაკავშირებული, რომლებიც „კომპანიასთან დაპირისპირებულები არიან“.
„ლევან კერვალიშვილი ხელმძღვანელობს იმ ჯგუფს, ერთ-ერთი განაწყენებულია ბატონი კერვალიშვილი, რომელიც დაპირისპირებულია „ალბატროსთან“ და მისი მიზანია ამ კომპანიის გაკოტრება, ჩაძირვა და ასე შემდეგ.
მაქვს ეჭვი, მაგრამ არ მინდა გვარი გავავრცელო, თუმცა არის პირი, ვინც მუშაობდა კომპანია „ალბატროსში“, შედეგ წავიდა თუ გაუშვეს, არის განაწყენებული და მის მიერ ეს პირველი პროვოკაცია არ არის. ეს ადამიანი სამსახურში ლევან კირვალიშვილმა მოიყვანა და მის წასვლასთან ერთად ისიც წავიდა“- თქვა ადვოკატმა.
იასონ ბესელიამ თქვა, რომ კომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებით მიმართეს არამარტო პოლიციას არამედ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებსა თუ ინსტიტუტებს.
„ეს არის მიზანმიმართული კამპანია კომპანიის მიმართ, რომლის ბრუნვამ შარშან 19 მილიონი ლარი შეადგინა და ამ მძაფრი კონკურენტული და არაკონკურენტული დაპირისპირების გამო ხდება ამ კომპანიის დისკრედიტაცია. ამიტომაც მივმართეთ ყველას“- აღნიშნა ბესელიამ.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას „ალბატროსის“ ინტერესების დამცველმა გამორიცხა, რომ „კომპანიის დისკრედიტაციაში“ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
„ამ კავშირის შესახებ არაფერი ციცი, ვცდილობ დავადგინო არის თუ არა ასეთი კავშირი თუმცა ამ ეტაპზე მონაცემი იმისა, რომ სახელისუფლებო გუნდიდან მოდის ეს კამპანია ასეთი მონაცემი არ გვაქვს“- უთხრა „ნიუპოსტს“ „ალბატროსის“ იურისტმა.
შსს-ს ინფორმაციით, უწყებამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივაციას გულისხმობს.
შსს ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ სუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები






