კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 4 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩარატების გამო 01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩარატების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ჭოპორტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩარატების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ონიანის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, წალენჯიხის, მებაღიშვილის, მიქელაძის, ნანეიშვილის, ტოლენჯის, აფანასიევის, დურმიშიძის, შერვაშიძის და ამირეჯიბის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩარატების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






