მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს
განათლება - 13:51, 03 Jul, 2018     6997

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის ტრენინგებზე რეგისტრაციას იწყებს. ტრენინგები იგეგმება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბულინგის პრევენციისა და მუზეუმების, როგორც საგანმანათლებლო რესურსის გამოყენების მიმართულებით. თითოეული მიმართულების გავლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საგანს ასწავლის პედაგოგი.

ფრანგულის, გერმანულის, რუსულის, ქართულის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ ტრენინგზე ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან სხვადასხვა ვებგვერდებს, ონლაინ ინსტრუმენტების შექმნისა და გამოყენების ტექნიკას. დაგეგმავენ გაკვეთილს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს და კლასის დამრიგებლებს საშუალება ექნება გაიარონ ტრენინგი „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“. ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნონ როგორც ბულინგის გამომწვევ მიზეზებს, ისე ძალადობის სახეებს, ტიპებსა და ფორმებს. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში ბულინგისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს კი საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებს, მუზეუმებში არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, სასწავლო და ვირტულაური ექსკურსიების დაგეგმვის პრინციპებს, სასწავლო პროექტებისა და სასწავლო რესურსების შექმნის გზებსა და საშუალებებს.

მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტრენინგის მონაწილე მიიღებს კრედიტქულას. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

სატრენინგო პროგრამა დაფინანსებულია საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისა და კერძო სკოლების იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42