„დავგეგმე ასეთი რამ, რომ ამოღებულ იქნას მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ყველა ჩვენება და მიხეილ კალანდიას ჩევენება და გავივლით ეტაპობრივად ყველა ჩვენებას, რამდენად მართებულია კომისიის მიერ მიცემული რეკომენდაცია და იმედია მივალთ გადაწყვეტილებამდე, რომ მიხეილ კალანდიას დაკავება უნდა მოხდეს.
ამ ეტაპზე ვისი დაინტერესება უნდა იყოს მიხეილ კალანდიას დაკავების წინააღმდეგ წასვლა ვერ ვიტყვი, პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული ამ საქმის გაფუჭებაში მირზა სუბელიანი და არა მხოლოდ ის, პროკურატურაც და მთელი ძალოვანი სისტემა, ამ ეტაპზე ვის აღარ აწყობს, უკვე ვერ ვიტყვი. სიმართლე გითხრათ მეც უკვე ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვარ, ვერაფერს ვეღარ ვხვდები, როგროც ჩანს გაცილებით მაღალჩინოსნები არიან ჩართული ამ საქმეში, ვიდრე მე ვფიქრობდი. მირზა სუბელიანი პირველივე დღიდან ფიქსირდებოდა, ვფიქრობ რომ უფრო ზემოთ არის საქმე წასული, უფრო მაღალი თანამდებობის პირებზეა წასული და არ სურთ კალანდიას დაკავება“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.
მასალის გამოყენების პირობები






