„კახელს ცოლი რომ მოუკვდა და დაასაფლავა, იცით, რა თქვა? ესეც ესეო! გაიგეთ? სოფიკოს მიმართ დღემდე ასეთი დამოკიდებულება მაქვს. იცით, როგორც მოიქცა, ის ჩემთვის არ არსებობს, მე კაცი ვარ! კი, გვიყვარდა ერთმანეთი. მერე საშინელება დაემართა. გეტყვით, რაც მოუვიდა. ჭიაურელები არისტოკრატები კი არა, პლებეები არიან. როდესაც შევარდნაძემ სოფიკო საკავშირო პარლამენტის წევრად შეარჩია, იმის მერე ყველას ზომოდან გვიყურებდა. სამარცხვინო მამაკაცებმა თეატრში ლაქუცი დაუწყეს. სოფიკოს ეს ნაკლი ჰქონდა, პატივმოყვარე იყო, თავში რაღაც აუვარდა და ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო... უფროსი შვილი წამოვიყვანე, უმცროსი მასთან დავტოვე (ის დედასთან უნდა ყოფილიყო). როცა გარდაიცვალა ემოცია არ მქონია, არც მივსულვარ. როგორც კაცს, მან შეურაცხყოფა მომაყენა. ასეთი კახელი ვარ, არც მის საფლავზე მივსულვარ. რაც გააკეთა მისთვისვე იყო ცუდი, ხალხმა არ აპატია, ყველამ იცოდა რა მექალთანეც იყო მახარაძე.“- აცხადებს გიორგი შენგელაია.
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






