"ბოლო დღეს რო დეიწყეს ფაცი-ფიცი, თუ უნდოდათ აქამდე დაემონტაჟებინათ" - გამოცდაზე დასიცხულების წუხილი ქუთაისიდან
საზოგადოება - 18:06, 02 Jul, 2018     1317

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 რეგიონებშიც ნაცნობი პრობლემებითა და განსხავავებული შეფასებებით მიმდინარეობს. ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებს კონდიციონერები არ დახვდათ. გულშემატკივრები და მოზარდები ამ ფაქტის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

-როგორ ჩაიხუთა, წარმომიდგენია შიგნით რა იქნება.

-ხო თქვეს ყველგან კონდიციონერი იქნებაო?!

-კაი ერთი შენი ჭირიმე, ბოლო დღეს რო დეიწყეს ფაცი-ფიცი თუ უნდოდათ აქამდე დაემონტაჟებინათ. არ გამოვიდა აგერ ბავშვი? – ვენტილატორიაო. მაგით რა უნდა გააგრილონ?!

– კონდიციონერები თბილისის სკოლებში გაუკეთებიათ მარტო. ეგაა საქართველო, სხვა ქალაქს თვლიან რამედ? მიწისძვრა რომ იყო თბილისში პირველ ინფორმაციად აცხადებენ ტელევიზიები. ქუთაისში რომ მოხდა გუშინწინ მიწისძვრა სადღაც ბოლოს ახსენეს. ჩვენ ამტანები ვართ ყველაფერში – ამბობდნენ საგამოცდო ცენტრთან შეკრებილები.

გაგრილების პრობლემაზე საუბრობენ გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც სამუშაო პირობებზე პრეტენზია არ ჰქონდათ.

„ცხელოდა ძალიან, ვენტილატორები იდგა, მაგრამ ჩვენკენ არ აბრუნებდნენ, ფურცლებს გადაგიყრითო“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ახალგაზრდამ, რომელიც გამოცდიდან ერთ-ერთი პირველი გამოვიდა.

„არ გამიგია სიცხე, ბოლოში ვიჯექი, ვენტილიატორები იყო ნამდვილად. საკითხებზე ვფიქრობდი და სიმართლე გითხრათ დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, როგორი ტემპერატურა იყო. მუშაობაში ხელი არ შემშლია“, – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა ბრილიანტა გეგეჭკორმა.

გამოცდაზე მისული ლაშა ხელაძე კი კონდიცირების პრობლემამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა:

„გაგრილება იყო შესანიშნავი. 20–ლარიანი ვენტილატორი იდგა. გრილი არის კი, ვინც წინ იჯდა იმათ აგრილებდა, მე უკან ვიჯექი. საკითხებიც საშუალო სირთულის შემხვდა, გავიწურე ოფლში, მაგრამ ვიმუშავე“, – გვითხრა მან.

ეროვნული გამოცდების ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლის ზეინაბ ხაჩიძის განმარტებით, ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში აბიტურიენტებს გაგრილების პრობლემა არ შექმნიათ.

„როგორც შეიძლება ამის გაკეთება ერთ ოთახში, გაგრილება უზრუნველყოფილი იყო. გარდა ამისა, პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობა არის ძველი, სქელი კედლებით, ამიტომ არის საშუალება, რომ მეტწილად უკეთესი გარემო იყოს ვიდრე სხვა სკოლებშია. პირიქით, მე ვუფრთხოდი იმასაც, რომ ბავშვებს არ ეთქვათ – ვენტილატორები გვაწუხებს და გამორთეთო, თუმცა ასეთი პრეტენზია არ ჰქონიათ არცერთ სექტორში. ამინდმაც ხელი შეგვიწყო, ღრუბლიანი იყო. შემდეგი სესიებისთვის დამონტაჟდება თუ არა კონდიციონერები, ჯერ- ჯერობით ახალი ინფორმაცია არ მიმიღია“, – აღნიშნა საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42