თსუ-ში ISET-ის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2018 გაიმართა
საზოგადოება - 17:29, 02 Jul, 2018     935

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) 2018 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ცერემონიას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლუტერი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება NBA-ის ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ მიულოცა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატების მიღწევის გზებზე ისაუბრა. „დიდი პატივია კურსდამთავრებულთათვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს რომ მომიწვიეს და მათთან ერთად ვიზიარებ ამ წარმატებას“,-განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

„ISET არის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის სკოლა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. დარწმუნებული ვარ ყველა იქნება დასაქმებული ეკონომიკის თუ სხვა სექტორში. ძალიან მაღალკვალიფიციური ახალგაზრდები არიან და ვუსურვებ მათ წარმატებას“.-აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის თქმით, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც წარჩინებული სტუდენტები სწავლობენ. ალექსანდრე თევზაძემ წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს და აღნიშნა, რომ „დღეს მათთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ცხოვრებაში, როდესაც სწავლიდან კარიერაში გადადიან.“

წელს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის 39 სტუდენტს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და იაპონიიდან მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 10 წლის განმავლობაში, ISET-მა აღზარდა ეკონომისტების არაერთი თაობა. სკოლის 300-მდე კურსდამთავრებულის მიერ მეცნიერებაში, საჯარო თუ კერძო სექტორში მიღწეულმა კარიერულმა წარმატებებმა კვლევა პოლიტიკასთან დააკავშირა, ქართველ საზოგადოებას კი მისცა ინფორმაცია და ცოდნა ეკონომიკაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42