თსუ-ში ოქსფორდის იესოს სახელობის კოლეჯის ქოროს კონცერტი გაიმართა
საზოგადოება - 17:10, 02 Jul, 2018     979
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოქსფორდის უნივერსიტეტის იესოს სახელობის კოლეჯის ქოროს კონცერტი გაიმართა. ქოროს წევრები ოქსფორდის წარმატებული აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები არიან.

კონცერტზე შესრულდა იგორ სტარვინსკის, სერგეი რახმანინოვის, ანტონ ბრუკნერის, პეტრე ჩაიკოვსკის, თომას თალის, ორლანდო გიბონსის, ჯონ ბენეტის და სხვათა ნაწარმობები.

„ჩვენ ყოველწლიურად მივემგზავრებით მუსიკალური ტურით სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ჩამოსვლა ცნობილმა არქეოლოგმა მაიკლ ვიკერსმა შემოგვთავაზა. საქართველოში ნამდვილად კარგი დრო გავატარეთ, აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი საინტერესო რამ, რაც საქართველოს და მის კულტურას უკავშირდება,“- განაცხადა ქოროს კაპელანმა მეგან დაფინმა.

კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორია ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ბრიტანელი არქეოლოგი მაიკლ ვიკერსი, რომელსაც თსუ არქეოლოგიის მიმართულებასთან დიდი ხნის სამეცნიერო თანამშრომლობა აქვს. „დაახლოებით 25 წელია რაც ოქსფორდის უნივერსიტეტში უფროსი მკვლევარი ვარ. იესოს კოლეჯის ქორო ყოველ ზაფხულს მსოფლიო ტურნეს ატარებს. ვიფიქრე, რატომ არ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში? მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათ არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარეს,“- განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტს პროფესორმა მაიკლ ვიკერსმა.

ბოლო რვა წლის განმავლობაში ოქსფორდის იესოს კოლეჯის საეკლესიო გუნდმა წარმოდგენები გამართა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ეკლესიებში, მათ შორის ფლორენციაში სანტა კროჩეს ბაზილიკის და ბრატისლავაში წმინდა მარტინის კათედრალური ტაძრის ჩათვლით. გარდა ამისა, სასულიერო და საერო მუსიკის ნიმუშები ოქსფორდის გუნდმა წარმოადგინა ასევე კრაკოვში, ლისაბონში, კიოლნში, ბონში, ვენაში, სიენაში, ჰონკონგში, შანხაიში და ა.შ. გუნდი ყოველ კვირას იესოს კოლეჯის ისტორიულ სამლოცველოში მღერის.

აღსანიშნავია, რომ გუნდი სპეციალიზირებულია უელსურ მუსიკაზე. იესოს კოლეჯი დედოფალ ელისაბედის მიერ 1571 წელს დაარსდა. საქართველოს ტურნეს ფარგლებში ბათუმის და ქუთაისის შემდეგ, გუნდმა კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42