„ჩვენ ვხედავდით, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში და მისი გვარი მოხსენიებული იყო „და სხვებში“. გაგვიჩნდა ლოგიკურად ეჭვი, რომ აქ „და სხვებში“ მალავდნენ ვიღაც ადამიანებს.
ჩვენში პირველი კითხვის ნიშნები სწორედ ამან დაბადა, რადგანაც, თავდაპირველად ზაზა სარალიძე გამოძიებას ენდობოდა... გამოძიებაში ეჭვი მას შემდეგ შევიტანეთ, რაც ფაქტობრივი გარემოებები ხდებოდა ცნობილი.
თუნდაც ის ფაქტი, რომ დეპუტატის შვილი მონაწილეობდა და საქმის მასალებში არ ფიგურირებდა, თუნდაც ის, რომ მირზა სუბელიანი მუშაობდა პროკურატურაში და როდესაც მისი შვილი იკითხებოდა მას ახლდა თან.
მართალია ის, როგორც მშობელი ახლდა თან, თუმცა ამავდროულად თავზე ადგა გამომძიებელს, რომელიც კითხვებს უსვამდა მის შვილს. ამ დროს გამომძიებელი ვერ დასვამს კრიტიკულ კითხვებს. მირზა იყო დაინტერესებული პირი. სწორედ ჩვენი იმდროინდელი შეფასებით, მირზა იყო მონიტორინგის სამსახურის შემსრულებელი, რათა მის შვილთან კრიტიკული კითხვა არ დასმულიყო“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
მასალის გამოყენების პირობები






