2. 16 ივნისი, 1954 წელი, შვეიცარია, ჟენევა. ბრაზილია-მექსიკა: 5:0
1954-შიც გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე (1 ჯგუფი) შეხვდნენ. ამჯერად ბრაზილიამ მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანა. თავი კასილიომ, ჯალმა სანტოსმა, ნილტონ სანტოსმა, დიდიმ და მაურო რამოსმა გამოიჩინეს.
3. 30 მაისი, 1962 წ. ჩილე, ვინა დელ მარი. ბრაზილია-მექსიკა: 2:0.
ბრაზილია მექსიკას კვლავ ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა და 2-0 გაიმარჯვა. თავი მარიო ზაგალომ და პელემ გამოიჩინიეს. ამ უკანასკნელმა მთელი დაცვა მოატყუა და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა. ამ წელს ბრაზილია მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
4. 17 ივნისი, 2014 წელი ბრაზილია, ფორტალეზა. ბრაზილია-მექსიკა 0:0.
მეოთხე შეხვედრა გუნდებს შორის 52 წლის შემდეგ შედგა. მატჩის გმირი მექსიკის დღევანდელი მეკარე, გილერმო ოჩოა გახდა, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მედგრად იგერიებდა ნეიმარისა და ტიაგო სილვას შეტევებს და კარი მშრალად შენახა. თუმცა რამდენიმე სახიფათო მომენტი მექსიკელებმაც შექმნეს.
2 ივლისს მეტოქეები მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს. ბრიტანული telegraph ბრაზილიელებს 2:0 გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს, ხოლო TFC 2:1 ბრაზილიის გამარჯვებას დამატებით დროში (1:1 - ძირითადი დრო) ვარაუდობს. მან მოდელირებული 3D ვიდეორგოლიც კი შექმნა. ბრაზილიელთაგან ბურთებს კოუტინიო და გაბრიელ ჯესუსი გაიტაბნენ, ხოლო მექსიკელებიდან თავს ლოზანო გამოიჩენს.
მასალის გამოყენების პირობები