რატომ არის შეუძლებელი სუნთქვა თბილისში
საზოგადოება - 10:22, 02 Jul, 2018     3646

მთელ საქართველოშიც დაცხა და დედაქალაქშიც, ხოლო, რადგან თბილისი უკვე იქცა ავტომობილების ქალაქად და ივლის-აგვისტოში უფრო უდაბნოს ემსგავსება მისი ჰავა (გაუმართავი ავტომანქანების, უხარისხო საწვავისა და უხეობის გამო), სუნქვაც გაჭირდა. მწვანე საფარისადმი გულგრილ (ფაქტი ფაქტად რჩება: ამ მხრივ, სამშენებლო კომპანიებიც სცოდავენ, თბილისის ხელმძღვანელობაც და მოქალაქეებიც) და მანქანების მოყვარულ თბილისელებს კარგი დღე არ დაადგათ ზაფხულის მაღალი ტემპერატურის გამო – ისედაც ზომაზე მეტად დაბინძურებულ გარემოში არსებობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა. მეორე მხრივ, ისევ არ გვინახავს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი (რომელიც უკვე ჩაბარდა მერიას რამდენიმე კვირწინათ), რომელიც, მართალია, ითვალისწინებს გამწვანებას (მწვანე ქალაქი ერთ-ერთი კონცეპტუალური ხაზია), თუმცა ეს მწვანე ქალაქი ეკოლოგიის კვლევის გარეშეა დანახული.

თბილისში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებასა და გენგეგმის პროექტზე აზრი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს ვკითხეთ.

შარშანდელი ზაფხულიც აუტანელი იყო, მაგრამ მომეჩვენა, რომ წელს უფრო დამძიმდა ვითარება, ანუ სუნთქვა კიდევ უფრო გაჭირდა.

–გარემოს დაცვის კუთხით უფრო მეტად მოვგემატება დაბინძურება. რადგან, მოგეხსენებათ, ბევრი გადაადგილდება მანქანით იმიტომ, რომ ჩართონ კონდიცირება.

და როდესაც დგანან და ვინმეს ან მეელიან, მაშინაც აქვთ ჩართული მანქანის ძრავი გაგრილების მიზნით.

– იმიტომ რომ კონდინციონერი უნდა ჰქონდეთ ჩართული. ამ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ თითქმის აღარ დაგვრჩა მწვანე ნარგაობები ცენტრალურ ქუჩებზე, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ შადრევნები მეტნაკლებად არის, ისეა განლაგებული, რომ არასაკმარისია, იმას გარდა, რომ ყველა არ მუშაობს. ამასთან, აუცილებლად უნდა ირწყვებოდეს ქუჩები, რადგან მორწყვა ამცირებს მტვერს. თან, სამშენებლო კომპანიებმა ზაფხულში დაიწყეს მუშაობა, არ ვიცი, როგორ უძლებენ, მაგრამ მტვერი ვრცელდება მთელ ქალაქში, ხოლო, როდესაც არ ირწყვება ქუჩები, მტვერი ტრიალებს ჰაერში. თან, არც ერთი მშენებლობა არ არის შეფუთული ისე, როგორც საჭიროა, რომ მტვერი გარეთ არ ვრცელდებოდეს.

ამას ემატება ინფრასტრუქტურული პროექტებიც: გადათხრილი ქუჩები.

–გაგანია ზაფხულში, როდესაც სუნთქვა ისედაც შეუძლებელია, მილების ჩაყრისა და გზების დაგებით წარმოქმნილი მტვრის გამო ადამიანები იძულებულები არიან, დახურონ ფანჯრები და სადაც კეთდება გზა, იქ ხალხი, რეალურად, იხრჩობა. და ადამიანები, რომლებიც სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას, ვერც პარკებში ახერხებენ დასვენებას, ვინაიდან ქალაქში პარკების რაოდენობა კატასტროფულადაა შემცირებული და არის უბნები, რომლებშიც, ფაქტობრივად, პარკები აღარ გვაქვს. ეს ამძიმებს ქალაქის გარემოს დაცვით მდგომარეობას და ხდის გაუსაძლისს. მეორე პრობლემა, რომელსაც იწვევს მაღალი ტემპერატურა, არის ტენიანობის მომატება. დიდი სიცხისა და წვიმების მონაცვლეობამ ადგილ-ადგილ შექმნა ტენიანი ადგილები, სადაც ინტენსიური აორთქლებაა, რამაც გამოიწვია თბილისში ტენიანობის ზრდა, რაც, აგრეთვე, პრობლემურია.

სიცხრეს რომ უფრო გრძნობ მაღალი ტენიანობისას თუ სხვა რამესაიწვევს?

–სიცხესაც და სიცივესაც უფრო გრძნობ, როცა ტენიანობა მაღალია და არავინ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მაღალი ტემპერატურის დროს აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი გულწასული გვეყოლება ქალაქში უახლოეს დღეებში.

რაც შეეხება გამწვანებას: განსკუთრებით, ცენტრალურ უბნებში ნებადართულია მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა და მხოლოდ პატარ-პატარა სკვერების იმედად ვრჩებით ქალაქში, რომელიც თანდათან ემსგავსება გეტოს. თან, საცხოვრებელი კორპუსები ძალიან ახლო-ახლოსაა განთავსებული ბევრ ადგილას, რაც ქმნის განიავების პრობლემას. ზოგადად, შემცირებულია ქალაქის განიავება, რადგან იმ ადგილებში, საიდანაც შემოდიოდა ჰაერის ნაკადები, მაღალსართულიანი შენობებია, რომლებიც კეტავენ ქალაქს, მაგალითად, მთაწმინდაზე. ვერეს ხეობაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, საიდანაც მნიშვნელოვნად ნიავდებოდა ვაკე და საბურთალო. ჩვენ ახლა იქ საავტომობილო ტრასა გვაქვს, რომელიც ისედაც აბინძურებს გარემოს და განიავებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამას ემატება არასწორი იზოლაცია, კორპუსებს ეცემა ან არ ეცემა მზე, რაც იწვევს ჩახუთულობას.

სკვერები ახერხებს ჰაერის გაწმენდას თუ მხოლოდ ისაა შეღავათი, რომ იქ უკეთესი ჰაერია?

–ვეღარ ახერხებს ჰაერის გაწმენდას, იმიტომ რომ მცირე ზომისაა და ვერც დაისვენებ ნორმალურად, თუ ხეები შეჭრილია. პირადად მე ვაკეში ცხოვრობ, გვაქვს ეზო, მაგრამ კედრები დაამსგავსეს პალმებს: ხან მოსახლეობა ჩიოდა, რომ წიწვები ცვიოდა, მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ჩრდილს აყენებდა და ისე შეაჭერეს ქვედა ტოტები, რომ კედრები დეფორმირდა. საერთოდ, თბილისში პრობლემაა ხეების არასწორი მოვლა, არასწორი გადაბელვა. მით უფრო, რომ ისედაც შემცირებცლია სკვერების რაოდენობა. რამდენადაც ვიცი, ეს უნდა ჩაეწერათ გენგეგმის პრეოქტში, თუმცა საბოლოო ვარიანტი არ მინახავს.

არ გამოუქვეყნებია მერიას და არავის უნახავს ეს საჯარო დოკუმენტი დღემდე. თუმცა ჩასწორებამდე არსებულ ვარიანტშიც არ იყო მაინცდამაინც ბევრი სკვერი. იყო ადგილები, მაგალითად, ვაზისუბანში, როდესაც არსებული სკვერები იყო ამოღებული.

–ბოლოს წინა ვარიანტში არ ჩანდა მცირე სკვერები, იმიტომ რომ რუკის მასშტაბი იყო დიდი. რეალურად, ვაკისა და საბურთალოს გასამწვანებლად მუნიციპალიტეტებს დასჭირდებათ მწვანე საფარისთვის ალტერანტივის მოძიება. ეს არის სახურავების გამწვანება, ვერტიკალური ბაღები.

ავლაბრისმეტროსთან მოწობილის მსგავსი?

–დაახლოებით, დაკიდული ბაღები, აივნების სავალდებულო გამწვანება ყველგან და პარალელურად, უნდა ვიზრუნოთ, რომ სადაც კი დაზიანებული ხეა, მოვუაროთ და გადავარჩინოთ.

მეორე კონცეფცია, რომელიც არის გენგეგმის პროექტში, არის გარეუბნების გამწვანება, ბუფერული ზონების შექმნა. შესაძლოა, ლანდშაფტის არქტიტექტორმა თქვას, რომ ეს კარგი არ იქნება, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მწვანე სარტყელი უნდა ჰქონდეს ქალაქს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ არ ვიცი, რამდენად იქნება ამის საშუალება კოჯორში, წყნეთში, კიკეთში, სადაც უნდა შევინარჩუნოთ არსებული სიმწვანე, რადგან არის მცდელობა, იქ გაყიდონ მიწა აგარაკების მოსაწყობად თუ სხვა მიზნით, რაც დაუშვებელია, იმიტომ რომ, რაც მეტნაკლებად კიდევ ქმნის ჰაერს ვაკესა და ვერაზე, მოდის მთაწმინდიდან, წყნეთიდან, კიკეთიდან…

ვლაპარაკობთ ქალაქის გამწვანებაზე და ამ ხედვას საფუძვლად არ უდევს კვლევა, სად მეტადაა საჭირო მწვანე ნარგაობები, სად – ნაკლებად, ამის გარეშე რეალური ხედვა ყალიბდება? არც კი ვიცით, რამდენი მწვანე ნარგაობა გვაქვს; იმას გარდა, რომ გენგეგმის პროექტში არ შემხვედრია მოსაზრება ალტერნატიული გამწვანების შესახებ?

–იქ არ წერია პირდაპირ, უნდა ვიგულისხმოთ.

ოპტიმისტები ვიყოთ ანუ?

–ცხადია, ჩაწერა აჯობებდა, მაგრამ ამ გენგეგმას უნდა მოჰყვეს მოქმედებები და მუდმივად განახლდეს. წესით, უნდა ჩაედოთ პროექტში.

რაც შეეხება კვლევას: აქ ორად გაიყო აზრი. ჩემი პოზიცია ასეთია, კვლევისთვის იმ ჯგუფს ფული არ მისცეს. ფული რომ მიეცათ, მომზადებას დასჭირდებოდა ცოტა უფრო მეტი დრო. მხოლოდ ინვენტარიხაციის გაკეთებას დასჭირდება ძალიან ბევრი მილიონი.

სსრკ-დაშლის შემდეგ ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.

–სამწუხაროდ, მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც შინ უსწრებდა გენგეგმის მომზადებას, იყო მწირი და თითქმის არც იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვერ მოთხოვდით გენგეგმის ჯგუფს.

პირადად მე ორივეს ვთხოვ: მერიასაც და ამ ჯგუფსაც.

–ჩვენთვის არის პრობლემა, რომ ტექნიკურ დავალებაში ეს არ ეწერა. ვერ გეტყვით, ვისი ბრალეულობაა, მაგრამ, რაც ეწერა ტექნიკურ დავალებაში, ის გააკეთეს, რაც არ ეწერა, არ გაუკეთებიათ.

მეც მეგონა, რომ ტექნიკური დავალება იყო მერიის პასუხისმგებლობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დავალებაც ტენდერში მონაწილე ჯგუფმა შესთავაზე მერიას. ანუ მათ ჰგონიათ, კვლევის გარეშე შექმნიან ხედვას. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მერიაც დაეთანხმა ამას.

–დიახ, მერია დაეთანხმა.

არის მორალურ-ეთიკური მომენტიც: თუ პროფესიონალი ხარ, იცი, რომ კველვების გარეშე ვერ შექმნი ხარისხიან დოკუმენტს, რატომ აკეთებ მაინც კვლევის გარეშე?

–მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ მე მაინც იქიდან ამოვდივარ, რომ სულ არარსებობას, ასეთი დოკუმენტის არსებობა სჯობს. თან, მთლად ცუდი დოკუმენტი არ არის.

ეკოლოგიაზე არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან ცუდი დოკუმენტია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

–გარემოს დაცვაზე არ არის ცუდი დოკუმენტი, თუმცა დაგვპირდნენ, რომ საბოლოო ვერსიაში უფრო კონცეპტუალურად იქნებოდა მოცემული რაღაცეები. რეალობაა, რომ კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა გამწვანების ნაწილში უწერიათ, რომ გარკვეული კვლევების მასალები გამოიყენეს. ძირითადი აქცენტი მათ გადაიტანეს პერიფერიაზე და არა შიგნით ქალაქში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის პერიფერია დარჩეს მწვანე. თუმცა ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ყოფილიყო უფრო დეტალურად გაწერილი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ დეტალურად გაიწერება და ჩაიშლება საკითხები.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელსაც ვჩქმალავთ, არის ტრანსპორტის რეგულირება, ეს თუ არ მოხდა, ჰაერს არაფერი ეშველება; თუ არ მოხდა ტრანსპორტის რეგულირება, არ შეიქმნა გამწვანებული ზონები, არ შეჩერდა მშენებლობები და არ გამოცხადდა მორატორიუმი, არასდროს დამთავრდება ის პრობლემები, რაც ქალაქს დღეს აქვს. მაგალითად, მტკვრის სანაპიროებზე, რომელიც თავის დროზე პერანგში ჩასვეს, რაც ჰაერს ხუთავს, სადაც არის შესაძლებლობა, უნდა დაირგოს მწვანე ნარგავები.

არადა რა მარტივია, ტროტუარის ამოტეხვა და ხეეის დარგვა ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე.

–არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ უნდა მოვინდომოთ და ეს ქალაქს მისცემს სუნთქვის საშუალებას.

სამწუხაროდ, თბილისში უკვე დგას უსიამოვნო სუნი.

–სუნი დგას იმის გამო, რომ თბილისის ინფრასტრუქტურა გაუმართავია. ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს სანიაღვრე სისტემა და ბევრ ადგილას კანალიზაციაა მიერთებული. ამიტომ გაუსაძლისი ვითარებაა და არავინაა შემმოწმებელი. თბილისის მიწისქვეშა ინფორასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ერთ დღესაც ეს ამოხეთქავს ყველა ქუჩაში შადრევნებივით. ამდენად, მთელი ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს ავარიები არ მოხდეს, საკანალიზაციოს სისტემებს სჭირდება სისტემური მიდგომა.

სხვათა შორის, საერთოდ არაფერს ამბობს გენგემის პროექტში მიწისქვეშა საინდინრო კომუნიკაციებზე. ჩასწორებამდე ვარიანტში ისეთი სასაცილო ტექსტი იყო, უფრო იუმორისტულ ჟურნალს მოუდებოდა.

–მე ვერ გეტყვით.

მე გეტყვით, ეს გამოქვეყნებული იყლო მერისაიტზე: რომ, თურმე საინჟინრო კომუნიკაციები არის საიდუმლო, ამიტომ გენგეგმის ჯგუფი შეხვდა იმ კომპანიებს, რომლებმაც იციან ეს საიდუმლო, მათ უამბეს და გენგეგმის ჯგუფმა ამის მიხედვით მოამზადა თავისი რეკომენდაციები და გადაუგზავნა შესამოწმებლად იმ კომპანიებს, თუმცა ის აღარ ეწერა, რა უპასუხეს იმ კომპანიებმა.

–იმედი მაქვს, ჩასწორებულ ვარიანტში ეს აღარ არის.

აღარ არის, მაგრამ არც მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზეა რამე ნათქვამი, იმას გარდა, რომ ერთ-ერთი ტომის თავის სათაურშია ნახსენები.

–დაველოდოთ, რა ჩაიწერება საბოლოო ვარიანტში, მაგრამ მე ვამბობ, რომ მიწისქვეშა ქალაქის გარეშე რამის განხილვა ან რამის განვითარება თბილისში შეუძლებელია. მეტსაც გეტყვით, როდესაც ამხელა დატვირთვაა, ამდენი მაღალსართულიანი სახლი შენდება და მიწისქვეშა კომუნიკაციები არ მოდის ამასთან შესაბამისობაში, ეს უკვე უზარმაზარი პრობლემაა ქალაქისთვის. მით უფრო, საამისო ტექნოლოგიები არსებობს. ასევე, არანაკლებ პრობლემურად მიმაჩნია ქალაქში არსებული წყალმომარაგების სისტემები. უნდა ვიცოდეთ მტკვრის, მისი შენაკადების მდგომარეობა, სუნი, რომელიც გვხვდება ქალაქში, ჩნდება იმის გამო, რომ დაბინძურებული წყალი შემოდის. როდესაც მაღალი ტემპერატურის გამო იმატებს აორთქლება, წყლის რაოდენობა მკვეთრად იკლებს და დაძინძურების ხარსიხი იმატებს. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, როდესაც რამის აშენება გვინდა. ამიტომ ვამბობ, რომ მდინარის გასწვრივ მწვანე საფარის არსებობა აუცილებელია: ის შეაფერხებს ასეთ აორთქლებას მდინარეს მისცემს საშუალებას, უფრო წყალუხვი იყოს.

დაველოდოთ გენგეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტს და ვნახოთ, როგორ და რამდენად ითვალისწინედა ჭრის ის იმ პრობლმებს, რომლებზეც ისაუბრეთ.

ანა ლეჟავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42